12 ბიზნესასოციაციის მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - კერძო სექტორი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

12 ბიზნესასოციაციის მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - კერძო სექტორი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

access_time2021-04-22 11:47:38

12 ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. როგორც BM.GE-ს დარგთაშორისი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა, კერძო სექტორთან კომუნიკაციის სურვილი პრემიერმა მსხვილი ბიზნესის წარმომამდგენლებთან შეხვედრისას გამოთქვა - საქართველოს სხვადასხვა სექტორში მოქმედი ასოციაციები სწორედ ამ ინიციატივას ეხმიანებიან.

 

შოთა ბურჯანაძის თქმითვე, ისინი პრემიერს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის 6-პუნქტიანი ინიციატივით მიმართავენ, რომელშიც უპირველესი მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმებაა.

 

BM.GE-ი დარგთაშორისი გაერთიანებული პლატფორმის პრემიერისადმი მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

 

„დარგთაშორისი გაერთიანებული პლატფორმის ამ ინიციატივის მიზანია, გვერდში დავუდგეთ მთავრობას, რათა ქვეყანამ ეკონომიკური პრობლემები ნაკლები დანაკარგით დაძლიოს. მთავრობამ არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა, მათ შორის თქვენი უშუალო მონაწილეობითაც, დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ქვეყნის გახსნის პროცესი, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის გადარჩენისათვის, ნელი ტემპით მიდის. სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა განცხადებები კი მიგვანიშნებს, ქვეყანაში ხელახალი ლოქდაუნის საშიშროებაზე (ე.წ. მესამე ტალღა).

 

ქვეყნის ეკონომიკა წელიწადზე მეტია ნაწილობრივ ჩაკეტილია. 6 თვე კი სრული ლოქდაუნი გვაქვს, რაც ჩვენი, საკმაოდ ღარიბი ქვეყნისთვის, ყოვლად დაუშვებელი "ფუფუნებაა". ქვეყანას უამრავი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულება აქვს აღებული, რომელსაც გასტუმრება ესაჭიროება. ამისი ერთადერთი გარანტი ამოქმედებული ბიზნესსექტორია, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შემავსებელია.

 

აუცილებელია:

 

1. სასწრაფოდ მოიხსნას კომენდანტის საათი:


ქვეყანაში სამუშაო პროცესები 4-5 საათით ადრე წყდება, რის გამოც ეკონომიკა ყოველდღიურად მილიონობით ლარის ზარალს იღებს. ინიშნება ფრენები, იხსნება სახმელეთო საზღვრები, შემოდის ტურისტი, არადა 8 საათზე ჩაბნელებული და გაუკაცრიელებული ქვეყანა სინამდვილეში ანტიპიარის ტოლფასია.

 

2. ქვეყანაში დაიწყოს ტურისტული სეზონისათვის აქტიური მზადება:

ასეთი მზადების მაგალითს არაერთი ტურისტული ქვეყანა აჩვენებს, მაგალითად თურქეთი. იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდეს, უახლოეს პერიოდში უცხოელი ტურისტი უნდა მივიღოთ. მზადების გარეშე საგრძნობი რაოდენობის ვიზიტორების მიღებას ქვეყანა ვერ შეძლებს - სტუმარ-მასპინძლობის სექტორი განადგურებულია.

 

3. სარესტორნო ბიზნესმა დაიწყოს ფუნქციონირება შაბათ-კვირას (რეგულაციების გათვალისწინებით):

სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა კერძო სექტორის ტერიტორიებზე აბსოლუტურად უკონტროლო, ჩრდილოვანი ღონისძიებების და ქეიფების ჩატარებას იწვევს. პლუს, ტურისტი შაბათ-კვირას რჩება მშიერი.

 

4. დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი:

იმისათვის, რომ დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი, აუცილებელია, გაძლიერდეს პროპაგანდა ვაქცინაციის დადებით შედეგებთან დაკავშირებით. დღეს როგორც ვაქცინაციის პროცესი, ასევე პროპაგანდა - არადამაკმაყოფილებელია.

 

5. შემცირდეს საგადასახადო წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესზე:

მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალებულია, ამ კრიზისის დროს სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ უნდა მოექცეს. ეს როგორც ზოგიერთი დარგის დოტაციას, ასევე საგადასახადო წნეხის მოხსნას, ან მინიმუმ შემცირებას ეხება.

 

6. შეწყდეს ქვეყანაში მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება:

 

ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია დადებითი მესიჯების და პოზიტიური განწყობის გარეშე. მედიასაშუალებები, ისევე როგორც მთავრობა, დაკავებულია მხოლოდ უარყოფითი მესიჯების გაჟღერებით: ეპიდ-სიტუაციაზე, ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობაზე, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ლარის კურსზე, მკვლელობებზე და ა.შ.

 

ბატონო პრემიერო, თქვენ მიერ არის დაანონსებული, რომ სულ მალე წარმოდგენილი იქნება ანტიკრიზისული გეგმა - მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ამ გეგმის მომზადებაში. ამ თემებზე სასაუბოდ გთავაზობთ დაიგეგმოს სამუშაო შეხვედრა“, - ნათქვამია ბიზნესასოციაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ინიციატივას 12 ბიზნეს გაერთიანება უერთდება: საქართველოს რესტორატორტა ასოციაცია (250,000 დასაქმებული) ; საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია (400 დასაქმებული); საქართველოს რითეილერთა (ფეშენ) ასოციაცია (25 000 დასაქმებული); საქართველოს დისტრიბუტორტა ასოციაცია (15 000 დასაქმებული); საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (70 000 დასაქმებული); საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია (17 000 დასაქმებული); საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი (30 000 დასაქმებული); საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (3 000 დასაქმებული); საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია (50 000 დასაქმებული); მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია(1 000 დასაქმებული); საქართველოს სალონების და ესთეტიკის ცენტრების ფედერაცია (1500 დასაქმებული); საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია (6 000 დასაქმებული).





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up