12-ჯერ გადადების შემდეგ James Webb-ის კოსმოსურ ტელესკოპს 2021 წლის 31 ოქტომბერს გაუშვებენ

12-ჯერ გადადების შემდეგ James Webb-ის კოსმოსურ ტელესკოპს 2021 წლის 31 ოქტომბერს გაუშვებენ

access_time2021-01-17 19:00:04

2021 წელს ბევრი გადადებული პროექტი იხილავს მზის სინათლეს ერთ-ერთი ასეთი ჯეიმს ვების ტელესკოპი იქნება. ტელესკოპის ორბიტაზე გაშვება 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი. პანდემიამ სტარტი მხოლოდ რამდენიმე თვით გადადო, იქამდე 13 წლის განმავლობაში გაშვების თარიღი 12-ჯერ ტყუილად დაანონსდა.


ტელესკოპის ისტორია 4 საუკუნეზე მეტს ითვლის. ის 1608 წელს, გერმანელმა მეცნიერმა ჰენს ლიპერშიმ გამოიგონა, თუმცა ვარსკვლავებიანი ცისკენ მომდევნო 1609 წელს, პირველად მხოლოდ გალილეო გალილეიმ მიმართა, რის გამოც ხშირად გალიელის შეცდომით ტელესკოპის გამოგონებასაც მიაწერენ ხოლმე.


საკმაოდ მარტივი კონსტრუქციის მქონე ოპტიკურმა ხელსაწყომ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გალილეიმ იმ ტელესკოპით იუპიტერის მთვარეები აღმოაჩინა, რომლებიც იუპიტერის გარშემო ბრუნავდნენ, იქამდე გაბატონებული გეოცენტრული მოდელის თანახმად სამყაროში ყველაფერი დედამიწის გარშემო ტრიალებდა, გალილეიმ კი საკუთარი თვალით იხილა, რომ მინიმუმ ერთ შემთხვევაში ეს მოდელი არ მუშაობდა და ზოგიერთი ციური სხეული დედამიწის კი არა, სხვა პლანეტის - იუპიტერის გარშემო ბრუნავდა.

ყველაზე ცნობილი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი 31 წლის წინ 1990 წლის 24 აპრილს გაუშვეს და მას ედუინ ჰაბლის საპატივსაცემოდ Hubble უწოდეს. (სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი სატელიტების მეშვეობით კოსმოსის კვლევა 70-იან წლებშიც ხდებოდა, თუმცა თავისი მნიშვნელობის გამო ჰაბლი მაინც პირველ კოსმოსურ ტელესკოპად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ არის). ატმოსფეროს წინაღობის უქონლობის გამო, ჰაბლი უფრო მაღალი ხარისხის ფოტოებს აგზავნის ვიდრე მის გადაღებას უმძლავრესი სტაციონალური ტელესკოპების ახერხებენ. უფრო მაღალი ხარისხის ფოტოებისთვის 1993 წელს ტელესკოპის მიმართულებით სპეცმისია გაგზავნეს, მთავარი სარკე დაგემილზე თმის ღერის 1/50-ით სქელი აღმოჩნდა, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა.ჰაბლის დამსახურებაა თუნდაც ის, რომ ვიცით ბნელი ენერგიის შესახებ, რაც სამყაროს მასის 69%-ს შეიცავს. ამის მტკიცების საფუძველს კი 1998 წელს სუპერნოვებზე ჩატარებული დაკვირვება გვაძლევს, რამაც დაადასტურა რომ სამყარო აჩქარებული ტემპით ფართოვდება.



ჯეიმს ვებმა ჰაბლი უნდა ჩაანაცვლოს. თუ ჰაბლის ტელესკოპის დიამეტრი 2.4 მეტრია, ჯემს ვების - 6.5 მეტრს აღწევს. განსხვავებულია ტელესკპოსთვის განსაზღვრული მდებარეობაც. ჰაბლი დედამიწას 540 კილომეტრითაა დაცილებული, ჯემს ვები კი 1.5 მლნ კმ-ით უნდა დასცილდეს. ეს გარემოება 1993 წლისგან განსხვავებით, ასტრონავტთა ჯგუფის „სარემონტო სამუშაოებზე“ გასვლის შესაძლებლობის ალბათობას უკიდურესად ამცირებს, რადგან ადამიანი ჯერჯერობით მთვარეს არ გასცილებია. მთვარემდე მანძილი კი ბევრად ნაკლები - 384 ათასი კილომეტრია. ტელესკოპის გაშვების მრავალგზის გადადების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა. NASA ყველა შეცდომის გამორიცხვას ცდილობს.

ტელესკოპზე მუშაობა 90-იან წლებში დაიწყო და მისი გაშვება თავდაპირველად 2007 წელს იგეგმებოდა. წლებთან ერთად 20-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტიც და მან უკვე $10 მლრდ-ს გადააჭარბა. ჯეიმს ვებს ადრეული სამყაროს კვლევა და დიდი აფთქების შემდგომ წარმოქმნილი გალაქტიკების სინათლის დაფიქსირება დაევალება. მისი კიდევ ერთი ფუქნცია ახლომდებარე ეგზოპლანეტების ატმოსფეროზე დაკვირვება და მათზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის კვლევა იქნება.


ჯეიმს ვები მეორე კოსმოსური ტელესკოპის არ იქნება. გამა სხივების საკვლევად 2003 წელს Spitzer-ს, ხოლო 2004 წელს Swift-ის ტელესკოპები გაუშვეს. შემდგომ წლებში კოსმოში გაშვების პატივი წილად ხვდათ ასევე AGILE-ს, Fermi-ს, GAP-ს, IBEX-ს, Hisaki-ს, WISE-ს, Astosat-ს, Hitomi-ს... თუმცა მათგან ყველაზე ცნობილი Kepler-ა. ეგზოპლანეტების გამოსაჭერად კეპლერი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, 2009 წლის 7 მარტს გაუშვეს და 2018 წლის 30 ოქტომბერს ჩამოწერეს. ჩვენთვის ცნობილი 4400 ეგზოპლანეტიდან 60%-ზე მეტი - 2662 კეპლერის აღმოჩენილია. კეპლერი TESS-მა ჩაანაცვლა, რომელიც 2018 წლის 18 აპრილს ორბიტაზე ილონ მასკის falcon 9-მ გაიყვანა. 3 წელიწადზე ნაკლებ დროში მან უკვე 1835 ეგზოპლანეტის აღმოჩენა მოასწრო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტესის დაფარვის ზონა კეპლერისას 400-ჯერ აღემატება, მალე აღმოჩენული ეგზოპლანეტების რაოდენობის მიხედვით რეკორდსმენის ვინაობა შეიცვლება.


ჯეიმს ვებამდე 10 დღით ადრე, 2021 წლის 21 ოქტომბერს NASA რენგენის სხივების საკვლევად, კიდევ ერთ კოსმოსურ ტელესკოპს, მცირე ზომის IXPE-ს გაშვებას გეგმავს.

 

გიორგი ელიზბარაშვილი


თეგები:
James Webb



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up