12 კომპანია, რომლებმაც ფუნქციონირება ძველ გარაჟებში დაიწყეს, დღეს კი თითოეულის ღირებულება რამდენიმე მილიარდი დოლარია

12 კომპანია, რომლებმაც ფუნქციონირება ძველ გარაჟებში დაიწყეს, დღეს კი თითოეულის ღირებულება რამდენიმე მილიარდი დოლარია

access_time2022-02-20 20:30:21

როდესაც ვფიქრობთ მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ კომპანიებზე, ვიცით, რომ მათ უკვე აქვთ უზარმაზარი ოფისები და თანამშრომლები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.

თუმცა, ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. რაც არ უნდა გასაკვირად გამოიყურებოდეს, დღეს მსოფლოს რამდენიმე გლობალურმა კომპანიამ, თავის დროზე ფუნქციონირება ძველ გარაჟებში დაიწყეს.

იდეის ავტორებს არაფერი ჰქონდათ ოცნების, ბრწყინვალე იდეისა და მუშაობის სურვილის გარდა. აი რისი მიღწევაა შესაძლებელი გამჭრიახი გონებითა და ენთუზიაზმით:

1. Microsoft

ბილ გეითსმა და პოლ ალენმა Microsoft 1975 წელს დააარსეს. მათ მუშაობა პატარა ავტოფარეხში დაიწყეს. პირველი ოპერაციული სისტემის ლიცენზირება, რომელიც მათ შექმნეს 80,000 დოლარად შეძლეს.

რამდენიმე წლის შემდეგ Windows დაიბადა და ისინიც უფრო რთულ პროგრამულ პროექტებზე გადავიდნენ.

Microsoft ყოველთვის ავითარებს და უშვებს ახალ საინტერესო პროდუქტებს. ბილ გეითსი ახლა თითქმის 100 მილიარდ დოლარს ფლობს და ის მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში.

2. Dell

მაიკლ დელიმ პერსონალური კომპიუტერების შექმნა ჯერ კიდევ 1984 წელს, თავის ავტოფარეხში დაიწყო. მან სტუდენტობისას კოლეჯში სწავლას თავი დაანება და იდეაზე სამუშაოდ პატარა გარაჟში მოაწყო ოფისი. ახლა Dell მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტია.

3. Google

ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა Google 1998 წელს კალიფორნიის ავტოფარეხში დააარსეს, რომელიც მათთვის სიუზან ვოიციცკიმ იქირავა.

Google-ის შექმნისთის მათ ხუთი თვე დასჭირდათ. პროგრამა ახლა 350 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი მსოფლიოს ორი უმდიდრესი ადამიანია, რომელთა ქონება 30 მილიარდ დოლარზე მეტია.

4. Amazon

ჯეფ ბეზოსმა Amazon.com 1994 წელს, როგორც პატარა ონლაინ წიგნის მაღაზია დააარსა. იმ დროს ის ბელვიში მდებარე საკუთარ ავტოფარეხში, მუშაობდა.

თავისი პირველი წიგნის გაყიდვა მან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეძლო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ბიზნესმა ზრდა დაიწყო და ახლა ის მსოფლიოში უდიდესი ონლაინ მაღაზიაა.

5. Apple


76 წელს, როდესაც სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა მათი 50 კომპიუტერი ადგილობრივ საცალო ვაჭრობას მიჰყიდეს, ბიზნესი მაშინ დაიწყო. Apple I-ის კომპიუტერებს ჯობსი შეკვეთილი ნაწილებისგან თავად, ავტოფარეხში აწყობდა.

მოგვიანებით 30 კაცისგან შემდგარ გუნდს თვეში ასეთი 50 კომპიუტერის აწყობა შეეძლო. მათ ნელ-ნელა გააუმჯობესეს თავიანთი ტექნოლოგიები და შემოიღეს ახალი სისტემები. ახლა Apple ყველაზე დიდი და ღირებული ტექნოლოგიური კომპანიაა მსოფლიოში.

6. Hewlett Packard

HP თავდაპირველად დაიწყო როგორც პატარა ტექნოლოგიური კლუბი Silicon Valley, რომელიც ბილ ჰიულეტმა და დეივ პაკარდმა 1939 წელს დააარსეს.

თავიდან ორივეს მხოლოდ 538 დოლარის ინვესტიცია ჰქონდა. შემდეგ Hewlett Packard-მა დაიწყო მეტი სპეციალიზაცია ტექნოლოგიების ბაზარზე და შეძლო მიეღწია იმ წარმატებისთვის, რაც დღეს აქვს.

7. Yankee Candles

მაიკლ კიტრეჯი მხოლოდ 16 წლის იყო, როცა საკუთარ ავტოფარეხში სანთლების დამზადება დაიწყო. მისი სანთლები თავდაპირველად განკუთვნილი იყო დედის დღის საჩუქრად დედისთვის. თუმცა, მეზობლებმა გამოხატეს ინტერესი და როდესაც მათი გაყიდვა დაიწყო, მას დასახმარებლად ორი კლასელი შეუერთდა.

კომპანია დაარსდა 1969 წელს და ძალიან სწრაფად გაიზარდა, ხოლო 1999 წელს მაიკლმა გადაწყვიტა მისი გაყიდვა. Yankee Candles არის სანთლების ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე პოპულარული მწარმოებელი მსოფლიოში.

8. Disney

Disney რეალურად დაარსდა ავტოფარეხში: უოლტ დისნეიმ, მისმა ძმამ როიმ და ბიძია რობერტმა ალისის საოცრებათა ქვეყნის კომედიების გადაღება რობერტის ავტოფარეხში ჯერ კიდევ 1923 წელს დაიწყეს.

წარმოუდგენელია, რამდენად შორს წავიდნენ ისინი მას შემდეგ; ისინი ახლა ყველაზე შემოსავლიანი მედია კონგლომერატი არიან მსოფლიოში.

9. Harley-Davidson

1901 წელს უილიამ ჰარლიმ შეადგინა გეგმა პატარა ძრავიანი ველოსიპედის შესახებ. ვისკონსინში, ხის პატარა ფარდულში უილიამსთან ერთად არტურ დევიდსონი მუშაობდა.

Harley-Davidson ოფიციალურად დაარსდა 1903 წელს.

10. MagLite

1974 წელს ენტონი მაგლიკამ დაარეგისტრირა Mag Instrument, რომელიც მწარმოებლებს ფანრებისთვის საჭირო ცალკეულ კომპონენტებს აწვდიდა.

რამდენიმე წლის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ შეეძლო დაემზადებინა უფრო გამძლე ფანრები, ვიდრე ის, რასაც მისი მომხმარებლები მისი კომპონენტებით აშენებდნენ. მან გადაწყვიტა თავად გაეკეთებინა ფანრები და 1976 წელს MagLite ბრენდის ქვეშ ფანრების გაყიდვა დაიწყო.

ახლა ის არის მთავარი ბრენდი, რომელიც დომინირებს ფანრების ბაზარზე.

11. Mattel

Mattel სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე ავტოფარეხში ჯერ კიდევ 1969 წელს დაარსდა. დამფუძნებლებმა ჰაროლდ მატსონმა და ელიოტ ჰენდლერმა თოჯინების სახლების ასაგებად ფოტოჩარჩოების ნარჩენები გამოიყენეს.

თოჯინების სახლები ძალიან პოპულარული გახდა და უკეთესად გაიყიდა, ვიდრე სურათის ჩარჩოები, ამიტომ მათ ყურადღება მიაქციეს სათამაშოების ინდუსტრიას. Mattel, Inc. დღესდღეობით ყველაზე მომგებიანი სათამაშოების მწარმოებელია.

12. Lotus

Lotus Cars ენტონი კოლინ ბრიუს ჩეპმენმა 1948 წელს დააარსა. მან თავისი პირველი Lotus მანქანის აშენება ლონდონში მდებარე "Rail Hotel"-ის გვერდით არსებულ თავლაში დაიწყო.

ჩეპმენი მხოლოდ 20 წლის იყო, როდესაც მან Lotus მანქანების შექმნა დაიწყო და ახლა ისინი წარმოუდგენლად პოპულარულია.


წყარო: wealthygorilla.com,  "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up