$120 ათასი დახარჯეს ახალი განყოფილებისთვის, თუ დანგრევას აპირებდნენ, რატომ გაარემონტეს? - ვახტანგ სურგულაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

$120 ათასი დახარჯეს ახალი განყოფილებისთვის, თუ დანგრევას აპირებდნენ, რატომ გაარემონტეს? - ვახტანგ სურგულაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

access_time2023-03-31 11:30:13

ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი ვახტანგ სურგულაძე მიიჩნევს, რომ იმ ვნებათაღელვის მთავარი მიზეზი, რაც რესპუბლიკური საავადმყოფოს რეკონსტრუქციის პროექტმა გამოიწვია, არასწორი კომუნიკაციაა. სურგულაძის თქმით, მთავრობამ ჯერ საავადმყოფოს დანგრევაზე დაიწყო ლაპარაკი და შემდგომ იმის მოფიქრება თუ რა უნდა უყოს სამედიცინო პერსონალს.

 

სურგულაძის თქმით, შესაძლოა საავადმყოფოს შენობა ნამდვილად ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, თუმცა არსებობს სხვადასხვა გზები მაგალითად პარალელურ რეჟიმში იმავე ეზოში ახალი საავადმყოფოს აშენება.

 

„რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემა არის ინფორმაციის არმიწოდება იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ვინც შექმნა ეს საავადმყოფო, ვის მხრებზეც გადაიარა ომებმა, კოვიდმა და ასე შემდეგ. ეს არის წამყვანი საავადმყოფო. გასაგებია რომ საჭიროებს რეკონსტრუქციას, მაგრამ ასე ტელევიზიით რომ გამოდის მინისტრი და იძახის, რომ „ხვალ ჩვენ უნდა დავანგრიოთ საავადმყოფო“ ... ადამიანები ამას ტელევიზიიდან არ უნდა იგებდნენ. გამოსვლები რომ დაიწყო, ახლა ამბობს ერთ კვირაში წარვადგენთ პრეზენტაციასო. უკუღმა უნდა გაკეთდეს? ჯერ პრეზენტაცია, რისკები, როგორ იქნება, ვინ გააკეთებს. ეს კომუნიკაციის მომენტია, კომუნიკაცია არის ყველაფერი. 

 


ბევრი გამოსავალი შეიძლება იყოს, გვერდზე ავაშენოთ საავადმყოფო პარალელურად, ხალხი არ გავუშვათ სამსახურებიდან. რომ ეუბნები სხვა საავადმყოფოებში დაგასაქმებ, ეს ხომ ტყუილია, მე რომ ვარ კერძო საავადმყოფოს დირექტორი, მაწყობს მე ახალი კადრი? ფულს შენ გადაუხდი? ბიუჯეტში რომ არ გიდევს ამ ხალხის ხელფასის ფული? ხალხს ტელევიზიით ელაპარაკებიან, გენერალური დირექტორი არ მიდის და არ ხვდება. რომ ეუბნები 2 წელიწადში ავაშენებო, ვერ ააშენებ, იმიტომ რომ  გრიგოლეთიდან სამტრედიამდე ვერ გააკეთეს გზა 10 წელი, გოცირიძის მეტრო კიდევ 3 წელი. რომც მოინდომონ ძალიან რთული ინფრასტრუქტურაა,“- აღნიშნა ვახტანგ სურგულაძემ,

 

მისი თქმით, ბევრ კითხვებს აჩენს გარანტირებულ ხელფასებთან დაკავშირებით გაცემული დაპირება.

 

„მისვლით, დალაპარაკებით, გარანტიებით დაითანხმებენ. მაგრამ როცა ჯერ ეუბნები 1 თვის ხელფასს მოგცემო, მერე გამოვარდა გაბუნია და არა, ერთი წლისო. როგორ მისცემ, როცა ბიუჯეტში ფული არაა ჩადებული? საავადმყოფო არის კოლექტივი, ექიმი და ექთანი, ეს ხალხი რომ სხვადასხვა კლინიკებში წავა, ერთი გუნდი ვეღარ იქნება და შენ ორ წელიწადში შეკრებ ამას? არც შეკრებ და ვერც შეკრებ. ამ პროექტს არც აპირებდნენ, ახლა მორჩნენ, დაახლოებით 120 ათასი დოლარი დახარჯეს ახალი განყოფილების გარემონტებაზე, თუ დანგრევას აპირებდნენ რატომ გაარემონტეს? ეს არის, პირობითად ვამბობ, გუშინწინ მიღებული გადაწყვეტილება, მოდი დავანგრიოთ, ეს ხალხი სადმე გადავიყვანოთ, სადღაც ვიშოვოთ ფული, ხელფასები მივცეთ, მერე თვითონაც მოჰბეზრდებათ, ვიღაც თვითონ იშოვის, ვიღაც ამერიკაში გაიქცევა...

 

რომ უთხრან, ასეთი პროექტია, ამდენ ხანში იქნება, შენ წახვალ ამა და ამ საავადმყოფოში სამუშაოდ, უკვე მოლაპარაკებული მაქვს -  დათანხმდება, მაგრამ რომ ასე  ეუბნები ადამიანს, ვისაც ბანკის სესხი აქვს, ბავშვის გადასახადები აქვს, გასაგებია გამოიწვევს ასეთ რეაგირებას,“- აცხადებს სურგულაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up