13 თვის თავზე მივიღეთ არასტაბილური და არალეგალური ბაზარი - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

13 თვის თავზე მივიღეთ არასტაბილური და არალეგალური ბაზარი - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

access_time2023-03-28 16:30:58

2022 წლის განმავლობაში აზარტული თამაშების სექტორმა სახელმწიფო ბიუჯეტში რეკორდული მოცულობის თანხა, 739 მილიონი ლარი გადაიხადა - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.


აზარტული თამაშების კომპანიებისგან მიღებული გადასახადების ზრდა 2022 წლის 1-ელი მარტიდან დაბეგვრის სისტემის ცვლილებას უკავშირდება. კერძოდ ბიზნესს უწევს მოგების გადასახადის სახით მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%, ანუ GGR-ის 10% გადაიხადონ. ამ ცვლილების შედეგად, გასულ წელს სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს რადიკალურად შეიცვალა აზარტული თამაშების რეგულირებისა პირობები და 25 წლამდე პირებს თამაში აეკრძალათ, ასევე აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირებაც.


სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი ამბობს, რომ რეგულაციების დაწესებიდან 13 თვის თავზე გაჩნდა არასტაბილური და არალეგალური ბაზარი.



„13 თვის თავზე ბაზარმა განიცადა ძლიერი რყევები. გარდა ამისა სოციალური კუთხით მივიღეთ ძალიან არასტაბილური და არალეგალური ბაზარი, ნაწილობრივ, რაც გამოიხატება იმაში რომ ადამიანები რომელთაც შეეზღუდათ ადგილობრივ თამაშებში ჩართულობა გადავიდა უცხოურ არალეგალურ ბაზარზე. შარშან დაახლოებით მილიარდ ლარამდე მოხდა ქვეყნიდან გადინება, ეს არ ნიშნავს რომ ამდენი თანხა დარჩა უცხოეთში მაგრამ არალეგალური საიტები მუშაობენ საკმაოდ მაღალი მარჟით და ეს მარჟა 40-45$-ია, რაც იმას ნიშნავს რომ ამდენივე პროცენტი მათთან დარჩა. 


როდესაც ბაზარი არასტაბილურია, არალეგალური ბიზნესის დაინტერესება ბაზრით აქტიურად ხდება და 13 თვის თავზე ჩვენ დავინახეთ , რომ ძალიან ბევრი უცხოური ოპერატორი დაინტერესდა საქართველოთი. 135 ადგილობრივი ოპერატორი ოპერირებდა რეგულაციებამდე და დღეს 86 დარჩა. რაც შეეხება არალეგალურ საიტებს, ჩემი ინფორმაციით 720 ასეთი ვებ-გვერდი ცდილობს საქართველოს ბაზარზე შემოსვლას“,  ამბობს  გიორგი მამულაიშვილი.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up