გემებით ზღვის დაბინძურების გამო გამოწერილი ჯარიმებიდან შემოსული თანხის საერთო რაოდენობამ 2022 წელს 1365000 ლარი შეადგინა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 2022 წლის განმავლობაში, გარემოსდაცვითი მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული 306 გემის ინსპექტირება განხორციელდა.
გემებიდან ზღვის დაბინძურების 21 შემთხვევა (20 - სამეურნეო წყლებით, 1 ნავთობპროდუქტებით) გამოვლინდა. პასუხისმგებელი პირები დაჯარიმდნენ - თითოეული 65 000 ლარით.