14 დეკემბერს საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართება, რომელსაც მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და ევროკავშირის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების მოქმედი ხელმძღვანელი კატალინ გერმანი.
BARTA ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2019 წელს დაარსდა. ამ წლიური ჯილდოს მიზანია კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.