14 იანვარს დედაენის ბაღში საახალწლო დასკვნითი კონცერტი გაიმართება

14 იანვარს დედაენის ბაღში საახალწლო დასკვნითი კონცერტი გაიმართება

access_time2022-01-11 18:00:00

„საახალწლო სოფელი“, რომელიც 24 დეკემბერს გაიხსნა, 14 იანვარს დედაენის ბაღში დასკვნითი კონცერტით დაიხურება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.



კახა კალაძემ თბილისის მერიის თანამშრომლებს და ასევე, ბიზნესსექტორს საახალწლო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.



„საახალწლო სოფელს“ ამ დღეებში ბევრი ადამიანი სტუმრობდა, რაც სასიხარულოა. ნამდვილად საახალწლო განწყობა იყო შექმნილი. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს დღეები ყოფილიყო დასამახსოვრებელი ყველა ადამიანისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის ყველა იმ თანამშრომელს და საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც პირველი დღიდან ჩართული იყვნენ საახალწლო ღონისძიებების მზადებისა და განხორციელების პროცესში. მადლობა მათ ყველას უკლებლივ. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო იმისთვის, რომ საახალწლო განწყობა და ზეიმი შეგვექმნა თბილისში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ჩამოსული სტუმრებისთვის. ვფიქრობ, ეს ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.



დედაქალაქის მერმა ასევე, მადლობა გადაუხადა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და სხვადასხვა ადგილის საახალწლოდ მორთვისთვის.




„ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო ბიზნესსექტორს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის, რომელთა აქტიური ჩართულობითა და თანადგომით, თბილისში არაერთი სკვერი და პარკი მოირთო, განათდა საახალწლო ილუმინაციებით, რაც ძალიან სასიამოვნოა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო ყველა იმ მეწარმეს, ვინც ჩართული იყო საახალწლო ღონისძიებებში. პანდემიის პერიოდში მათ სერიოზული პრობლემები შეექმნათ. მაქსიმალურად ხელი შევუწყვეთ ამ ადამიანებს, რომ მათ თავიანთი ნაწარმის გაყიდვის შესაძლებლობა ჰქონოდათ. იყო ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან. ამ პირობებში კი, განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ პანდემიის დროს დაზარალებული ასობით მცირე და საშუალო მეწარმე, კვების ობიექტი, საბავშვო გასართობი ცენტრი თუ სტუდია, საახალწლო ღონისძიებებშია ჩართული, ასევე, სამკვირიან მუსიკალურ-გასართობ პროგრამაში, ჯამში, 1 000-ზე მეტი მუსიკოს-შემსრულებელი იღებს მონაწილეობას“, - განაცხადა თბილისის მერმა.



კახა კალაძემ 14 იანვარს დედაენის ბაღში დაგეგმილი დასკვნითი კონცერტის პროგრამაზეც ისაუბრა და მოქალაქეებს პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.



„14 იანვრამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. იქამდე კი შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვესტუმროთ „საახალწლო სოფელს“ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, დავისვენოთ, გავერთოთ და ერთად გავატაროთ სასიამოვნო დრო. 14 იანვარს, 20:00 საათზე გიწვევთ დედაენის ბაღში დასკვნით კონცერტზე, რომელიც რუსუდან მორჩილაძემ მოამზადა ძველით ახალი წლისთვის. ჟანრობრივად მრავალფეროვან მუსიკალურ საღამოზე, სხვადასხვა თაობის ქართველი შემსრულებლები და ჯგუფები, მუსიკალური ბენდის თანხლებით, საახალწლო და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს შეასრულებენ. კვლავ გელით „საახალწლო სოფელში“, ამავე დროს, მოგმართავთ თხოვნით, გავითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება, ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და ვატაროთ პირბადე. ასევე, ვაქცინა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამცავი შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.



ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up