14 იანვრიდან ფულის მუზეუმის ინტერნეტ-მაღაზიის პარტნიორი გადამზიდავი მომსახურების ტარიფებს აძვირებს. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ფულის მუზეუმის ადმინისტრაციამ მომხმარებლები უკვე გააფრთხილა.
„გაცნობებთ, რომ ფულის მუზეუმის ინტერნეტ-მაღაზიის პარტნიორი გადამზიდავი კომპანიის მიერ იგეგმება მიწოდების ტარიფების ცვლილება.
მიმდინარე წლის 14 იანვრიდან მიწოდების ტარიფი თბილისის ფარგლებში იქნება 7 ლარი, ხოლო საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში - 20 ლარი“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც მუზეუმმა საკუთარ მომხმარებლებს დაუგზავნა.
დღემდე მოქმედი სატარიფო სქემით თბილისის მასშტაბით ნივთის მიწოდების ღირებულება 5 ლარს შეადგენდა, ხოლო რეგიონებში 15 ლარს.
როგორც „კომერსანტს“ სებ-ში განუცხადეს, ტარიფის ზრდა ეროვნულ ბანკის მხრიდან არ მომხდარა. ცნობილია, რომ წლებია ფულის მუზეუმსა და მომხმარებლებს შორის შუამავალი გადამზიდავი კომპანია შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებია“.