14 მაისიდან ფოსტით ₾300 მეტი ღირებულების საქონელზე კიდევ 1 გადასახადი ემატება

14 მაისიდან ფოსტით ₾300 მეტი ღირებულების საქონელზე კიდევ 1 გადასახადი ემატება

access_time2022-05-06 19:00:28

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 14 მაისიდან მოქალაქეებს საფოსტო გზავნილით 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის მიღების შემთხვევაში მომსახურების საფასურის გადახდა მოუწევთ.


2022 წლის 14 აპრილს №96 დადგენილებაში - „შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ №201 დადგენილებით მომსახურების გაწევის საფასურებში ცვლილება შევიდა, რომელიც 14 მაისიდან ამოქმედდება.


ცვლილების ფარგლებში მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება დგინდება საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის გაფორმებაზე და საფასურის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:


300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 20 ლარი;
3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 100 ლარი.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 14 მაისიდან განსაბაჟებელი ამანათი მხოლოდ აღნიშნული თანხის გადახდის და საგადახდო დავალების წარდგენის შემდეგ გაიცემა.


ფორმულა შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ცვლილებების მიხედვით, ყველა მოქალაქეს, ვინც 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონელს საფოსტო გზავნილით მიიღებს მომსახურების გადახდა დაეკისრება.



შემოსავლების სამსახურის ცნობით, ამ დრომდე 10 000 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილებზე მოქალაქეები მომსახურების გადასახადს არ იხდიდნენ, ცვლილების მიზეზი უცნობია.


„მიზეზს ვერ გეტყვით. უშუალოდ რა ცვლილებას იგეგმება ესაა: აქამდე 10 000 ლარამდე საფოსტო გზავნილის შემთხვევაში არ იყო მომსახურების საფასური და 14 მაისიდან უკვე ძალაში შედის ეს 96-ე დადგენილების ცვლილება რაც უკვე ღირებულების გათვალისწინებით ითვალისწინებს მომსახურების საფასურების გადახდას“ - განაცხადა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა ფორმულასთან ინტერვიუში.


აღსანიშნავია, რომ საფოსტო გზავნილებზე მომსახურების გადასახადის დაწესების გარდა დადგენილებაში სხვა ცვლილებებიც შევიდა.


სამსახურმა დეკლარანტების/მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა eCustoms-ში დაშვებული პირების მიერ eCustoms-ის მეშვეობით რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების უპირატესი, განსხვავებული საფასური დააწესა, რაც სამსახურის განცხადების მიხედვით თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისებას ისახავს მიზნად.


ფორმულასთან საუბარში უწყების წარმომადგენელმა განმარტა, რომ საფოსტო გზავნილების შემთხვევაში ონლაინ პლატფორმა eCustoms-ში საფოსტო გზავნილების დეკლარაციების შევსება ტექნიკურად შეუძლებელია, შესაბამისად, საფოსტო გზავნილების მომსახურების საფასურის შემცირების მიზნით მომსახურების ონლაინ პლატფორმებზე თვითმომსახურებით ჩანაცვლება შეუძლებელია და ამ გადასახადის გადახდის ვალდებულება ყველა მოქალაქეს ექნება.


„საფოსტო გზავნილის შემთხვევაში [ონლაინ პლატფორმების გამოყენება] შესაძლებელი არ არის. ძირითადად ეს ეხება გეზ-ის [გაფორმების ეკონომიკური ზონა] მომსახურების შემთხვევაში, როცა დეკლარაციას თავად ავსებს, დეკლარანტი ჰყავს კომპანიას დაშვებული პირი. საფოსტოზე ეს ფიზიკურად არაა შესაძლებელი რომ გამომწერმა თავად მოახდინოს ამ დეკლარაციის შევსება და ამით შეიმციროს მომსახურების გადასახადი“ - აცხადებს შემოსავლების სამსახური.


formulanews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up