14 ვილა, უძრავი ქონება ჰავაიზე და უნიკალური ფლორა-ფაუნა - ჯეფ ბეზოსის ქონების იმპერია

14 ვილა, უძრავი ქონება ჰავაიზე და უნიკალური ფლორა-ფაუნა - ჯეფ ბეზოსის ქონების იმპერია

access_time2022-01-09 21:30:59

Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის უძრავი ქონების პორტფელი 2021 წელს ასტრონომიულად გაიზარდა და 100 მილიონ დოლარზე მეტით გაფართოვდა. ახლა მისი უძრავი ქონება საერთო ჯამში თითქმის 600 მილიონ დოლარს შეადგენს.

ბეზოსი, რომლის წმინდა ქონება შეფასებულია 195 მილიარდ დოლარად, ფლობს 14 ვილას. სახლების ფასი 5 მილიონი დოლარიდან - 165 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ისინი მდებარეობენ ნიუ-იორკში, კალიფორნიაში, ტეხასში, ვაშინგტონში და ა.შ.

Amazon-ის დამფუძნებელი ჰავაისა და მანჰეტენზე 100 მილიონ დოლარზე მეტიღირებულების უძრავ ქონებას ფლობს. 2021 წელს მან ჰავაიზე 14 ჰექტარი ფართობის კერძო საკუთრება შეიძინა. ადგილი გარშემორტყმულია მიძინებული ლავის ველებით.


ზუსტი თარიღი, თუ როდის შეიძინა ბეზოსმა ქონება, უცნობია, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებში მან და მისმა რჩეულმა ჰავაის რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას დიდძალი თანხა შესწირეს. ქონება ბეზოსმაLochland Holdings-დან იყიდა, რომელიც ეკუთვნის შაცების ოჯახს. დუგ შაცი, ენერგეტიკული ბიზნესმენი სასახლის წინა მფლობელი იყო.

მიწაზე მდებარეობს სამი კორპუსი, მათ შორის 4450 კვადრატული ფუტის მთავარი შენობა სამი საძინებლით და სამი სველი წერტილით.

მეორე კორპუსი არის 1839 კვადრატული ფუტის ფართობის სასტუმრო სახლი ორი საძინებლით და ორნახევარი სველი წერტილით. ხოლო მესამე არის 1815 კვადრატული ფუტი სამი საძინებლით და ერთი სველი წერტილით.

ექსცენტრიული სასტუმრო გარშემორტყმულია მძინარე ლავის მინდვრებით.

გავრცელებული ინფორმაციით ბეზოსიიკვლევს უძრავი ქონების ბაზარს მაუიში, რათა გააფართოვოს თავისი პორტფელი ალოჰაში. ასევე ცნობილია რომ იგი ეძებს სახლს მშობლებისთვის Montage Kapalua Bay-ში.

ბეზოსმა რამდენიმე წლის წინ მანჰეტენის პოპულარულ მეხუთე ავენიუზე 23 მილიონი დოლარის ღირებულების ბინა შეიძინა. ცოტა ხნის წინ კი მან დახარჯა 96 მილიონი აშშ დოლარი ოთხ ცალკეულ სახლზე.



ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის აპრილში, ბეზოსმა იყიდა მეოთხე ბინა ძვირად ღირებულ საცხოვრებელ კომპლექსში Madison Square Park, დახარჯა 16 მილიონი დოლარი სამოთახიან ბინაზე ორი ქვედა დონის კონდოს მიმდებარედ.


სასახლე, რომელიც მანჰეტენის Flatiron-ის უბანში მდებარეობს მოიცავს ფიტნეს ცენტრს, გოლფის სიმულატორს, სათამაშო დარბაზს და კინოს.


ერთი წლით ადრე, ბეზოსმა იყიდა მეორე კალორამას რეზიდენცია ვაშინგტონში, 2016 წელს ნაყიდი 23 მილიონი დოლარის ღირებულების ქონების ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. 23 მილიონი დოლარიანი სასახლე, რომელიც ოდესღაც ტექსტილის მუზეუმი იყოდა აშენდა 1912 წელს.

ბეზოსის სხვა ძირითადი ინვესტიცია დედაქალაქში იყო, რომელიც მან 2013 წლის აგვისტოში 250 მილიონ დოლარად შეიძინა.

2020 წლის ივლისში ბეზოსმა ააშენა დიდივილა ბევერლი ჰილზში, რომელიც 165 მილიონდოლარი დაჯდა. ეს არის ბევრად უფრო მოკრძალებული საცხოვრებელი, ვიდრე გეფენის ისტორიული სასახლე, თუმცა სახლი მაინც მდიდრულია.

ბეზოსი კიდევ ორ სახლს ფლობს ბევერლი ჰილზში. პირველი 2007 წელს 4,45 მილიონ დოლარად იყიდა, ხოლო 10 წლის შემდეგ, იყიდა ახლომდებარე ქონება 12,9 მილიონ დოლარად. გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის არიან ცნობილი სახეები ჯიმი სტიუარტი, დონა რიდი და უოლტერ მატაუ.

ამასთან, ბეზოსი ფლობს მიწის ნაკვეთებს საერთო ფართით დაახლოებით 400,000 ჰექტარ მიწას.

ამასთან, ერთად მილიარდერის პირველი უძრავი ქონება 1998 წელს შეძენილივაშინგტონში მდებარე ორი სახლია, რომლებიც ბიზნესმენმა გააერთიანა. ქონება, რომელიც მდებარეობს მედინაში, სიეტლის ექსკლუზიურ გარეუბანში მაგნატს 5,3 ჰექტარზე 10 მილიონი დოლარი დაუჯდა.


წყარო - dailymail.co.uk,  "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up