140 მლრდ დოლარის რუსული ოქროსთვის მსოფლიო ბაზარი დაიხურა - მოსკოვს მარაგი შიდა ბაზარზე გააქვს

140 მლრდ დოლარის რუსული ოქროსთვის მსოფლიო ბაზარი დაიხურა - მოსკოვს მარაგი შიდა ბაზარზე გააქვს

access_time2022-03-23 15:00:00

რუსეთს 2 300 ტონამდე, ანუ, დაახლოებით, 140 მლრდ დოლარის ოქროს მარაგი აქვს, რაც მსოფლიოში ყველაზე დიდი მოცულობაა.

Business Insider-ის შეფასებით, მოსკოვმა ძვირფასი ლითონის უზარმაზარი მარაგი ბოლო ათწლინახევრის განმავლობაში შექმნა და „ქვეყნის ეკონომიკური დაზღვევის ერთგვარ პოლისად“ განიხილებოდა. თუმცა სანქციები რუსეთისთვის, ნავთობის მსგავსად, ოქროს რეალიზებასაც მეტად ართულებს.

„სწორედ ასეთი სიტუაციისთვის დაგროვეს მათ თავისი ოქრო, თუმცა თუ არავინ იყიდის, ის აზრს კარგავს," - აცხადებს ირლანდიის კორკის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლექტორი, ფერგალ ო'კონორი.

გასულ კვირას ლონდონის ოქროს ბაზარმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია, რუსეთის გადამამუშავებელი ქარხნებიდან ოქროს ზოდების შესყიდვა აკრძალა, რითიც, ფაქტობრივად, რუსული ოქროსთვის გლობალური ვაჭრობა დახურა.

ამ ნაბიჯს აშშ-ს სენატის ახალი კანონპროექტი მოჰყვა, რომელიც აშშ-ს მოქალაქეებს რუსული ოქროთი ნებისმიერი ტრანზაქციას უკრძალავს.


მენის შტატის დამოუკიდებელი სენატორის, ანგუს კინგის შეფასებით, რუსეთის ოქროს უზარმაზარი მარაგი არის ერთ-ერთი იმ დარჩენილ მცირე აქტივებს შორის, რომელიც პუტინს შეუძლია, ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო დაცემის თავიდან ასაცილებლად გამოიყენოს.

„ამ რეზერვების სანქცირებით ჩვენ რუსეთს მსოფლიო ეკონომიკიდან კიდევ უფრო იზოლირებულს გავხდით და პუტინის ძვირადღირებული სამხედრო კამპანიის დაფინანსებას გავართულებთ,“ - აცხადებს ამერიკელი სენატორი.

თუმცა რუსეთის ცენტრალური ბანკის საპასუხო განცხადებაში ნათქვამია, რომ ოქროზე შიდა მოთხოვნა საერთაშორისო მყიდველების გარეშეც მაღალია. ბანკმა საკრედიტო ინსტიტუტებთან ოქროს რეგულარული შესყიდვები შეაჩერა, რომ მოსახლეობის მოთხოვნას კონკურენცია არ გაუწიოს, რადგან ხალხი გაუფასურებული რუბლის ოქროს ზოდებში გადაცვლას ცდილობს.

Credit Suisse-ის სტრატეგი, ზოლტან პოზსარი აცხადებს, რომ თუ რუბლმა დოლართან მიმართებაში ვარდნა განაგრძო, რუსეთს შეუძლია, ოქროს მარაგი რუბლში ფიქსირებულ ფასად გაყიდოს, რაც ეკონომიკურ დაცემას დროებით შეაჩერებს და ერთგვარი „ღუზის“ ფუნქციას შეასრულებს.

bpn.ge

თეგები:
ოქრო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up