15 აქცია, რომელსაც 2023 წელს მაღალი ზრდის პოტენციალი აქვს

15 აქცია, რომელსაც 2023 წელს მაღალი ზრდის პოტენციალი აქვს

access_time2023-01-11 01:00:57

2022 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა კაპიტალის ბაზრებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური აქტივის კლასი კი აქციები იყო, რასაც ასახავს თითქმის ყველა საბაზისო ინდექსის ვარდნა. წლის განმავლობაში S&P 500 19%-ით გაუფასურდა, NASDAQ 33%-ით, MSCI World კი 18%-ით.


თუმცა Galt&Taggart-ში აღნიშნავენ, რომ 2023 წლის მოლოდინები საგრძნობლად უკეთესია გასული წლის შედეგებთან შედარებით. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სამომავლო ეკონომიკური ზიანის დიდი ნაწილი უკვე ასახულია აქციების ფასებში, აქციების უფრო მეტად გაუფასურებისთვის კი ეკონომიკური პროგნოზების გაუარესებაა საჭირო. სწორედ ამის გამო, მათ შეკრიბეს 15 აქცია, 3 სხვადასხვა სექტორიდან, რომლებზეც ანალიტიკოსებს ყველაზე კარგი მოლოდინები აქვთ.



Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ტექნოლოგიების სექტორში ანალიტიკოსების პროგნოზების მიხედვით ყველაზე დიდი ზრდის პოტენციალი აქვთ Amazon.com (AMZN), Apple (AAPL), Microsoft (MSFT), Alibaba (BABA) და NVIDIA-ს (NVDA). კომუნიკაციების სექტორებიდან ეს აქციებია Meta Platforms (META), Alphabet (GOOGL), Walt Disney (DIS), Activision Blizzard (ATVI) და T-Mobile (TMUS). ჯანდაცვის სექტორში საუკეთესო პროგნოზები UnitedHealth (UNH), Eli Lilly (LLY), Elevance Health (ELV), Thermo Fisher (TMO) და CVS Health (CVS)-ის აქციებზეა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს სექტორები ფუნდამენტურად განსხვავდებიან ერთამანეთისგან.


ტექნოლოგიების და კომუნიკაციების სექტორები - ციკლური სექტორებია, ხოლო ჯანდაცვის სექტორი ნაკლები მერყეობით და მეტი გამძლეობით გამოირჩევა ეკონომიკური დაღმასვლის დროს. შესაბამისად, ინვესტირება ტექნოლოგიების და კომუნიკაციების კომპანიებში ნიშნავს მეტი საინვესტიციო რისკის აღებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გაზრდილი გაურკვევლობის დროს. ჯანდაცვის სექტორში შემავალ კომპანიებს კი შეუძლიათ რისკის დაზღვევა, თუმცა მათ ასევე ნაკლები ზრდის პოტენციალი აქვთ ზოგადი ბაზრის აღმასვლისას.


თეგები:
აქციები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up