ეროვნული ბანკის მიერ 15 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.55 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8504 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.05%-ით გაუფასურდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8475 იყო.
თურქული ლირა დოლართან მიმართებით გამყარდა და 17.42 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.33%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 17.2831-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 414.4 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.52%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 413.5300-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 17:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6920 ნიშნულზე იყო.