15 მარტიდან მედიკამენტების დადგენილ ფასებზე ძვირად რეალიზაცია დასჯადი იქნება - ირაკლი მარგველაშვილი

15 მარტიდან მედიკამენტების დადგენილ ფასებზე ძვირად რეალიზაცია დასჯადი იქნება - ირაკლი მარგველაშვილი

access_time2023-02-16 16:30:03

15 თებერვლიდან, ძალაში შევიდა რეფორმა მედიკამენტების რეფერენტული ფასების შესახებ. რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს წამლების ზღვრულ ფასებზე ძვირად გაყიდვის უფლება არ ექნებათ.

 

რადიო „კომერსანტის“ ეთერში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ დაკვირვების პერიოდი კიდევ 15 მარტამდე გრძელდება და 15 მარტის შემდეგ მედიკამენტების დადგენილ ფასებზე ძვირად რეალიზაცია დასჯადი იქნება.

 

„15 იანვარს დაახლოებით 1200 დასახლების მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები გამოქვეყნდა. რეფერენტული არის მაქსიმალურად დასაშვები ფასი, რა ფასშიც შეიძლება მედიკამენტი გაიყიდოს. კომპანიებს მიეცათ 2 კვირა, რომ გამოქვეყნებულ ფასებთან დაკავშირებით სამინისტროში კომენტარები, პრეტენზიები და შენიშვნები მიეწოდებინა. ამ კომენტარების გაცვლის პერიოდი 1 თვეა. დაკვირვების პერიოდი კიდევ 15 მარტამდე გრძელდება და 15 მარტის შემდეგ მედიკამენტების დადგენილ ფასებზე ძვირად რეალიზაცია დასჯადი იქნება“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა. მისი თქმით, 15 თებერვლიდან ჯერ კიდევ ყველა მედიკამენტზე არ არის რეფერენტული ფასი. საბოლოო სურათს 15 მარტის შემდეგ მივიღებთ.

 


ამ ეტაპზე საუბარია ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. ორიენტირი იყო ის დაავადებები, რომელთაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში აფინანსებს და ამას კიდევ 10 ონკოლოგიური დასახელების პრეპარატი დაემატა.

 

ირაკლი მარგველაშვილის თქმით, მედიკამენტებზე ფასების 40%-მდე ზრდა არ ნიშნავს, რომ ყველა წამალი 40%-ით გაიაფდება. ზოგი შეიძლება საერთოდ არ გაიაფდეს, რადგან მას შეიძლება დაბალი ფასნამატი ჰქონდეს.

 

„პრეპარატებზე ფასების კლების რამდენიმე კომპონენტი არსებობს. ესენია: მოწოდების ფასის შემცირება; მარჟის, ფასნამატის შემცირება და მესამე - ოპერატიული და სხვა დამატებითი ხარჯების შესამცირებლად რესურსების მოძიება, რომ მერე ამის დახმარებით მოხდეს წამლებზე ფასების კლება. ამ 3 კომპონენტიდან რომლის ხარჯზე მოხდება კონკრეტულ მედიკამენტზე ფასის შემცირება ინდივიდუალურად განიხილება,“ - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up