1,5 მილიონი ავტომობილიდან დაზღვეული 100 ათასზე ნაკლებია

1,5 მილიონი ავტომობილიდან დაზღვეული 100 ათასზე ნაკლებია

access_time2021-09-06 13:00:42

საქართველოში ავტოდაზღვევის ბაზრის ჩამორჩენის ძირითად მიზეზად კანონმდებლობის არქონა მიიჩნევა. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ე.წ. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შესახებ გვიანდება კანონპროექტი, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარება.


შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 2018 წლის ბოლოს შევიდა, თუმცა კანონმდებლების ყურადღება ჯერჯერობით ვერ მიიპყრო.ხეჩინაშვილის ვარაუდით, ყველა პირობაა, რომ კანონპროექტი წელს განიხილონ და უკვე 2022 წლიდან შევიდეს ძალაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დევი ხეჩინაშვილი აღნიშნავს, სადაზღვევო ბაზარი რეალურად ვერ განვითარდება.


,,ავტოდაზღვევის ბაზარზე ნამდვილად ცუდი ვითარებაა. 7%-იანი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ სექტორი დიდ ჩამორჩენას განიცდის. მდგომარეობის გამოსწორება კი სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებამდე შეუძლებელია. ახლა ინდუსტრია გაძლებაზეა, რომ ამ კრიზისულ ვითარებას თავი დააღწიოს. აშკარაა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელსაც ჩვენი ბიზნესის 50%-ზე მეტია უკავია, მოგება-წაგების ზღვარზეა. ვცდილობთ, რომ ინტენსიურ და კონკურენტულ გარემოში პოზიციები შევინარჩუნოთ და გავზარდოთ კიდევაც, ამისთვის კი ახალი პროდუქტების შეთავაზება ბაზრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველ წელს ველოდებით, რომ ავტომობილების მფლობელთათვის სავალდებულო ავტოდაზღვევა ამოქმედდება, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია. ჩვენი ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივა ამაზეა დამოკიდებული, - ამბობს ხეჩინაშვილი.


რაც შეეხება უკვე დაზღვეული მანქანების მოცულობას, არსებული მონაცემით, საქართველოში თითქმის 1,5 მილიონი მანქანაა რეგისტრირებული და აქედან დაზღვეულთა რაოდენობა 100 000-საც არ შეადგენს.



,,ავტოდაზღვევის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული. სიტუაციის გამოსწორებას არ უნდა ველოდოთ, სანამ ავტოდაზღვევის ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე არ განისაზღვრება. ეს გზა ყველა თანამედროვე სახელმწიფომ გაიარა. ჯერჯერობით დაზღვევის დიდი წილი სწორედ კორპორაციული მანქანებია, სახელმწიფომ ისწავლა ამის გამოყენება, ბიუჯეტს ასტიმულირებს და კორპორაციული კლიენტებისთვისაც მისაღებია, - დასძენს ხეჩინაშვილი.


ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ე.წ. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 2018 წლის ბოლოს შევიდა, თუმცა კანონმდებლების ყურადღება ჯერჯერობით ვერ მიიპყრო.


დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 98,594 ავტომობილია დაზღვეული, რაც საერთო ავტოპარკის 7%-ია.


სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში დაზღვეული იყო 92,753 ავტომობილი, რაც მთლიანი ავტოპარკის ასევე 7%-ს შეადგენდა.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up