თბილისში სასტუმრო Golden Tulip Design მაისში გაიხსნება. ქეთევან წამებულის გამზირზე 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს შიდა სამუშაოები უკვე დასრულებულია.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
პროექტის საინვესტიო კომპანია „ბლოკ ინვესტი“ ახორციელებს, ხოლო სასტუმრო საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონი დოლარია.
Golden Tulip-ის ბრენდის სასტუმრო ბორჯომში უკვე ფუნქციონირებს. ეს კი თბილისში ამ ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება, რომელიც 11–სართულიანია და 80 ნომერს მოიცავს. სასტუმროში განთავსებული იქნება ტერასა, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი და ლაუნჯ-ბარი.