15 ქვეყანა, სადაც მიწისძვრის ყველაზე დიდი რისკია - GEM

15 ქვეყანა, სადაც მიწისძვრის ყველაზე დიდი რისკია - GEM

access_time2023-02-12 19:00:22

იმის გამო, რომ მიწისძვრის ზუსტი პროგნოზი შეუძლებელია, რთულია იმის დადგენა, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ სად არიან ადამიანები. მაგრამ The Global Earthquake Model Foundation-მა (GEM) შექმნა რუკა, სადაც აღნიშნულია რომელ ქვეყნებშია მიწისძვრის მეტი რისკი და დათვლილია თითოეული ქვეყნის ყოველწლიური ზარალის ოდენობა. რუკის შედგენაზე საჯარო, კერძო და აკადემიური ინსტიტუტებიდან ასობით ადამიანი მუშაობდა. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მიწისძვრებით გამოწვეული სიკვდილისა და ნგრევის დიდი ნაწილი 15 ქვეყანაზე მოდის. მათ გამოთვალეს, რომ მიწისძვრები მსოფლიოს ყოველწლიურად 40 მლრდ დოლარი უჯდება. აქედან მთელი ხარჯის 75%-ზე მეტი 15 ქვეყანაზე მოდის.

 

ამ 15-ეულშია თურქეთი, სადაც მიმდინარე კვირის დასაწყისში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა და რომლის მსხვერპლმა თურქეთსა და სირიაში 30 000-ს გადააჭარბა, დაკარგულებს კვლავ ეძებენ და ზარალი ჯერ დათვლილი არ არის.

 

GEM-ის გლობალური სეისმური რისკის რუკის მიხედვით, დიდი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებია: ჩინეთი, იაპონია, ირანი, ფილიპინები, თურქეთი, ინდონეზია, ინდოეთი, მექსიკა, ნეპალი, პაკისტანი, ბანგლადეში, ეკვადორი, გვატემალა, აშშ, პერუ.

 

გთავაზობთ ყველაზე დიდი სეისმური რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნების ათეულს:

 

1. ჩინეთი მსოფლიოში სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა, ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობით.

 

GEM-ის თანახმად, ჩინეთში ყოველწლიურად მიწისძვრისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენაზე 2.2 მლრდ დოლარი იხარჯება, კომერციულ და ინდუსტრიულ ხარჯებზე დაახლოებით - 440 000 დოლარი, მთლიანი დანახარჯები კი 2.7 მლრდ დოლარს შეადგენს.

 

2. იაპონია პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მიწისძვრის ზონაში მდებარეობს.


ქვეყანამ 2007 წელს წარმოადგინა სისტემა, რომელიც მიწისძვრის ადრეულ დარტყმის ტალღებს აღმოაჩენს და შემდეგ მონაცემებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გადასცემს, აჩერებს მატარებლებს და მოსახლეობას რამდენიმე წამს აძლევს, რომ მიწისძვრისთვის მოემზადონ.

 

იაპონიაში ყოველწლიურად მიწისძვრისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენაზე 11 მლრდ დოლარამდე იხარჯება, კომერციულ და ინდუსტრიულ ხარჯებზე - დაახლოებით 5 მლრდ-ზე მეტი, მთლიანი დანახარჯები კი 16 მლრდ-ს აჭარბებს.

 

3. ირანში ხშირი მიწისძვრის მიზეზი ამ ტერიტორიაზე ევრაზიული და არაბული ტექტონიკური ფილებია. ამ მხრივ ირანის დედაქალაქი თეირანი, რომელიც ქვეყნის უმაღლესი მწვერვალის, დამავანდის მახლობლად მდებარეობს, ქვეყანაში ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა.

 


ირანში ყოველწლიურად მიწისძვრისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენაზე 1.4 მლრდ დოლარამდე იხარჯება, კომერციულ და ინდუსტრიულ ხარჯებზე - დაახლოებით 240 000 მლრდ-ზე მეტი დოლარი, მთლიანი დანახარჯები კი 1.6 მლრდ-ს აჭარბებს.

 

4. ფილიპინები, ისევე როგორც იაპონია, წყნარი ოკეანის ცეცხლოვან რგოლშია მოთავსებული. ეს არის ადგილები, რომლებიც წყნარ ოკეანეს აკრავს გარს და სადაც მიწისძვრის დიდი რისკია.

 

ყოველწლიურად ფილიპინებში მიწისძვრისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღსადგენად 1.3 მლრდ დოლარამდე იხარჯება, კომერციულ და ინდუსტრიულ ხარჯებზე დაახლოებით 97 მლნ-ზე მეტი, მთლიანი დანახარჯები კი 1.4 მლრდ-ს აჭარბებს.

 

5. ინდონეზია ამავე რგოლშია მოთავსებული. ორივე ქვეყანაში ვულკანებისა და მიწისძვრების დიდი საფრთხეა

 

ინდონეზიაში ყოველწლიურად მიწისძვრისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენაზე 1.1 მლრდ დოლარამდე იხარჯება, კომერციულ და ინდუსტრიულ ხარჯებზე დაახლოებით 770 მლნ-ზე მეტი, მთლიანი დანახარჯები კი 1.9 მლრდ-ს აჭარბებს.

 

6. GEM-ის მიხედვით, თურქეთი მიწისძვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორის მოიაზრება.

 

ქვეყანაში ყოველწლიურად მიწისძვრისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენაზე 3.1 მლრდ დოლარამდე იხარჯება, კომერციულ და ინდუსტრიულ ხარჯებზე დაახლოებით 481 მლნ-ზე მეტი დოლარი მოდის, მთლიანი დანახარჯები კი 3.6 მლრდ-მდეა.

 

7. სეისმური რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებში  მეშვიდე ქვეყანა ინდოეთია.

 

ინდოეთში ყოველწლიურად მიწისძვრისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენაზე 1.3 მლრდ დოლარამდე იხარჯება, კომერციულ და ინდუსტრიულ ხარჯებზე - 142 მლნ-ზე მეტი, მთლიანი დანახარჯები კი 1.5 მლრდ-მდეა.

 

8. მექსიკა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სეისმურად აქტიური ქვეყანაა. ის დედამიწის სამ უდიდეს ტექტონიკურ ფირფიტაზე დგას.

 

მექსიკაში ყოველწლიურად მიწისძვრისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენაზე 1.4 მლრდ დოლარამდე იხარჯება, კომერციულ და ინდუსტრიულ ხარჯებზე - 745 მლნ-ზე მეტი, მთლიანი დანახარჯები კი 1.2 მლრდ-მდე დოლარს აჭარბებს.

 

9. ნეპალში მშენებლები იწყებენ თავიანთი ტექნიკის ადაპტირებას ისე, რომ სახლები და სკოლები მიწისძვრისგან უფრო უსაფრთხო გახადონ.

 

იქ ყოველწლიურად მიწისძვრისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენაზე 402 000 დოლარამდე იხარჯება, კომერციულ და ინდუსტრიულ ხარჯებზე - 80 000-მდე, მთლიანი დანახარჯები კი 482 მლრდ-ს აჭარბებს.

 

10. მიწისძვრებისკენ მიდრეკილია პაკისტანის მთებიც.

 

ყოველწლიურად პაკისტანში მიწისძვრისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენაზე 396 მლნ დოლარამდე იხარჯება, კომერციულ და ინდუსტრიულ ხარჯებზე - 78 000 მლნ დოლარი, მთლიანი დანახარჯები კი 474 მლნ-ს აჭარბებს.

  

როგორც ხედავთ, ამ 15 ქვეყანას შორის საქართველო არ არის. GEM-ის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად მიწისძვრისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენაზე 11.2 მლნ დოლარამდე იხარჯება, კომერციულ და ინდუსტრიულ ხარჯებზე დაახლოებით 2.2 მლნ დოლარი, მთლიანი დანახარჯები კი 13.4 მლნ-ს აჭარბებს.

 

 მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up