15 საფეხბურთო მოედანზე  ბალახის საფარის დაგებისთვის 12 მილიონი დაიხარჯება - რატომ გახდა აუცილებელი გამარტივებული შესყიდვა

15 საფეხბურთო მოედანზე ბალახის საფარის დაგებისთვის 12 მილიონი დაიხარჯება - რატომ გახდა აუცილებელი გამარტივებული შესყიდვა

access_time2022-12-29 13:00:17

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 15 საფეხბურთო მოედნებზე ბალახის საფარის დაგებისთვის (თანმდევი მომსახურებით - მოვლით და ტექნიკური მომსახურებით) 12 100 000 ლარს დახარჯავს. აღნიშნულ სერვისს კი ფონდი გამარტივებული შესყიდვის წესით მიიღებს და ამას გადაუდებელი აუცილებლობით ასაბუთებს. 



ირკვევა, რომ ბალახის საფარის სასწრაფო წესით მოწყობა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის სჭირდება, რომელიც 2023 წელს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში გაიმართება.



მიზეზი თუ რატომ გადაწყდა სერვისის შეძენისთვის გამარტივებული შესყიდვა არის ის, რომ ჩემპიონატის ჩასატარებლად, აღმოსავლეთ საქართველოს საფეხბურთო მოედნებისთვის განკუთვნილი ბალახის საფარის მოწყობის მიზნით გამოცხადებული CON220000566 კონსოლიდირებული ტენდერი დასრულდა სტატუსით - „დასრულებულია უარყოფითი შედეგით, ხოლო დასავლეთ საქართველოს საფეხბურთო მოედნებისთვის განკუთვნილი ბალახის საფარის მოწყობის მიზნით გამოცხადებული CON220000565 კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდა.



მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი ივლისში ტარდება უეფას მოთხოვნით სატესტო მატჩი 2023 წლის მაისში უნდა გაიმართოს, შესაბამისად სპორტული ინფრასტრუქტურა უკვე მაისისთვის უნდა იყოს მზად.  უეფას წარმომადგენლები მუდმივ მონიტორინგს ატარებენ თუ როგორ მიმდინარეობს საფეხბურთო სტადიონების რეაბილიტაციის პროცესი, რომ დათქმულ ვადაში მოესწროს სპორტული ღონისძიების ჩატარება.




აღნიშნულის გათვალისწინებით შესყიდვის დაყოვნებით შეუძლებელი იქნება დათქმულ ვადაში ტურნირის ჩატარება და ქვეყანა ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება, რაც გამოიწვევს საქართველოს იმიჯის შელახვას და მომავალში შესაძლოა საერთაშორისო საფეხბურო ღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობაც დავკარგოთ. 

 


CON220000566 და CON220000565 კონსოლიდირებული ტენდერების შესაბამისი შედეგების დადაგომისთანავე შესაბამისი მოლაპარაკებები გაიმართა უეფას, ა(ა)იპ საქართველოს ფეხბურთის ფერერაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ კონკრეტულად ამ პროექტისთვის დაქირავებული საერთაშორისო კომპანიის „Labosport“-ის წარმომადგენლებთან.

 


მოლაპარაკების შედეგად მიღწეული იქნა ეკონომია და სს სუპპორტ ინ სპორტ ეასტერნ ეუროფე ინშაათ ვე სპორ ჰიზმეთლერი, ბათუმის ფილიალის კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის CMR მოდულში



სს სუპპორტ ინ სპორტ ეასტერნ ეუროფე ინშაათ ვე სპორ ჰიზმეთლერი, ბათუმის ფილიალი (“Branch of JSC Support in Sport Eastern Europe Inshaat ve Spor Hezmetler in Batumi”) წარმოადგენს SIS GROUP-ის დანაყოფს. კომპანია, Support in Sport Group (IRL) Limited, სრულად საერთაშორისო, FIFA-ს ლიცენზიანტი და მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა. ის ფლობს ოფისებს დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, თურქეთში, ნიდერლანდებში, ახლო აღმოსავლეთში და საქართველოში.



 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up