„150 000 ლარამდე გრანტებით დაფინანსებული გვაქვს 175 სტარტაპი და მათ მიერ მოზიდული ინვესტიციების ჯამი 95 მლნ. დოლარს შეადგენს“ - თორნიკე ჯობავა

„150 000 ლარამდე გრანტებით დაფინანსებული გვაქვს 175 სტარტაპი და მათ მიერ მოზიდული ინვესტიციების ჯამი 95 მლნ. დოლარს შეადგენს“ - თორნიკე ჯობავა

access_time2022-12-20 21:20:30

„100 000-დან 150 000 ლარამდე გრანტებით დაფინანსებული გვაქვს 175 სტარტაპი და მათ მიერ მოზიდული ინვესტიციების ჯამური რაოდენობა შეადგენს 95 მლნ. დოლარს ანუ მათმა უმრავლესობამ შეძლო მოეზიდა დამატებითი ინვესტიცია“, ამის შესახებ ლევან ბოძაშვილის საავტორო გადაცემაში „ნეირონი“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დირექტორის მოადგილე თორნიკე ჯობავამ ისაუბრა.


თორნიკე ჯობავას თქმით, GITA ეხმარება სტარტაპებს, თუმცა თავის მხრივ სტარტაპები ეხმარებიან მათ იმ მიზნის მიღწევაში რომელიც ადამიანების უკეთეს ყოფას გულისხმობს.


„ჩვენი მთავარი მიზანი არის ადამიანი და GITA-ს მთავარი მისიაა, რომ ადამიანის ცხოვრება გავხადოთ უკეთესი, შესაბამისად ჩვენი ყველა პროგრამა ამისკენ არის მიმართული. GITA ეხმარება სტარტაპებს, თუმცა თავის მხრივ სტარტაპები გვეხმარებიან სწორედ იმ მიზნის მიღწევაში რომელიც ადამიანების უკეთეს ყოფას გულისხმობს.


მეტწილად გვიცნობენ როგორც ორგანიზაცის, რომელიც სტარტაპებს აფინანსებს, თუმცა ამის გარდა ძალიან ბევრი საგანმანათლებლო კომპონენტი არის ჩადებული, მათ შორის ის, რომ ეს შერჩეული სტარტაპები გადიან „მენტორშიპის“ პროგრამას, ასევე გვაქვს საინტერესო ბანაკები, აქსელერაციის პროგრამები. GITA-ს აქვს აგრეთვე ბევრი ტრენინგ პროგრამა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოთხოვნადი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს არის 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა, სადაც არის 45 მიმართულება რომელიც ფაქტობრივად ყველაფერს ფარავს.



ჩვენი მიზანია შევქმნათ შესაძლებლობები და გვინდა რომ ამ ინიციატივაში კერძო სექტორიც ჩაერთოს, რადგან მართალია კარგია როცა სახელმწიფო რაღაცას აკეთებს, მაგრამ როცა მას კერძო სექტორი აკეთებ ეს უფრო მნიშვნელოვანია“,  აღნიშნა თორნიკე ჯობავამ.


შეზღვებზე საუბრისას თორნიკე ჯობავამ აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი შეზღუდვა რაც საქართველოში არის ეს არის ბაზრის სიმცირე.


„პატარა ქვეყანა და პატარა ბაზარი ვართ, შესაბამისად მთავარი არის ის, რომ არ ვიფიქროთ ლოკალურად, არამედ ვიფიქროთ გლობალურად. ჩვენ სტარტაპებს პირველ რიგში ვურჩევთ, რომ ასე მოიქცნენ და როგორც კი საქართველოში მცირე წარმატებას მიღწევენ ვეუბნებით გავიდნენ გლობალურ ბაზარზე. 


უცხოელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ რა კონტრიბუციას ახდენს სახელმწოფო, ამიტომ იმისათვის რომ პატარა ქვეყანაში ის ჩამოვიდეს მნიშვნელოვანია დაინახოს სახელმწოფოს მხარდაჭერა. შესაბამისად ჩვენს 650 000 ლარიან გრანტებში ჩადებული გვაქვს ეს იდეა, რომ 50%-ს სახელმწიფო აფინანსებს და დანარჩენი კი თვითონ სტარტაპმა უნდა მოეზიდოს.


ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრე არის ადამიანი და ვფიქრობ, რომ ადმიანში უნდა ჩავდოთ ჩვენი მთელი რესურსი და შევხედოთ მას როგორც ინოვაციების საბადოს, საიდანაც შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ინოვაციების ამოღება“,  ამბობს თორნიკე ჯობავა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up