ბათუმის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტის ტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.
გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:
- მარვინ ლიაო- ინვესტორი, მენტორი და მრჩეველი. Gamegroove Capital-ის პარტნიორი. ინვესტიციები განხორციელებული აქვს 420-მდე სტარტაპში, როგორიცაა: Embroker, Eaze, Aircall, Manychat, Shippo, RapidAPI, Worthix, Indio, Pipefy, Innovacer, Vela, Apostrophe დასხვა.
- ჯონათან თაუერი- გლობალური ვენჩურული კაპიტალი სპლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელმაც 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 50-ზე მეტ კომპანიაში შემდეგი მიმართულებებით: სამომხმარებლო (ელექტრონულიკომერცია, ბაზარი), საწარმოო (პროგრამა, მომსახურება) და სასაზღვრო ტექნოლოგიები (ხელოვნური ინტელექტი/მონაცემები/რობოტები და ა.შ.).
- ბილ რაიჰართი- 1998 წელს ბილ რაიჰართმა დააფუძნა კომპანია გაიკავასაკისთან ერთად. მან ინვესტიციები განახორციელა აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანიებში. არის მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი, სპიკერი, მრჩეველი და ლექტორი.
- სტივ ჰოფმანი - გლობალური ინოვაციური ჰაბის „Founders Space“ - ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რომელიც 22 ქვეყანაში 50-ზე მეტ პარტნიორს აერთიანებს. იგი ასევე არის ვენჩურული ინვესტორი, სილიკონ ველიზე არაერთი სტარტაპის დამფუძნებელი, რომელიც მოიცავს თამაშებისა და გართობის სფეროს.
- ნაომი კოკუბო - მაღალტექნოლოგიური მეწარმე, ,,ენჯელ ინვესტორი“ და გლობალური ინოვაციური ჰაბის „Founders Space“ - ის თანადამფუძნებელი. შექმნილი აქვს არაერთი სტარტაპი, ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით აქტიურად მუშაობს მეწარმეებთან, ინვესტორებთან და მთავრობებთან მთელს მსოფლიოში.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები14 ივნისს გამოვლინდებიან და თითოეული მათგანი 150000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2022 წლის 9 მარტს მერვედ გამოაცხადა. 2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო აღნიშნული პროგრამის შვიდი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 135 სტარტაპი დაფინანსდა.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.