16 დეკემბერს სამშენებლო და სარემონტო მასალების უმსხვილესი ჰიპერმარკეტი „დომინო“ დიღომში ახალ ფილიალს ხსნის, სადაც პროდუქციის ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი - 50 000-მდე დასახელების სხვადასხვა პროდუქტით იქნება წარმოდგენილი. რაც მთავარია, ახალ ფილიალში მომხმარებელს 40%-მდე ფასდაკლებები და უსასრულო შეთავაზებები დახვდება: საახალწლო დეკორაციებზე, განათებაზე, მცენარეებზე, ჭურჭელზე, გრილებზე, ხალიჩებზე, ასევე სანტექნიკისა და კარის სექციაში
დომინოს ახალი ფილიალი დიღომში - საქართველოამერიკის მეგობრობის გამზირზე #25 მდებარეობს, მისი ფართობი 14 000 კვადრატული მეტრია.
16 დეკემბერს ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით დომინოს მომხმარებლებს დიდი სიურპრიზი ელოდება, ყოველი მე-100 ქვითარი უფასო იქნება! გარდა ამისა, მომხმარებელს 40% - მდე ფასდაკლება და სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტზე უსასრულო შეთავაზებები ელის.
დომინო 2015 წლიდან რეგიონში უდიდესი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია, რომელიც ერთ სივრცეშიაერთიენებს ყველაფერს სახლისთვის, რემონტისთვის, კეთილმოწყობისა და მებაღეობისთვის.
დომინოში მომხმარებელი სამშენებლო-მოსაპირკეთებელ მასალებს, ლაქ-საღებავებს, იატაკის ფილებს და სახლისთვის უამრავ მნიშვნელოვან დეტალს, მათ შორის საახალწლო დეკორაციებსა და განათებებს შეხვდება.დომინოს ახალ ფილიალში, რომელიც მომხმარებელს 16 დეკემბრიდან უმასპინძლებს, 400-მდე ადამიანი დასაქმდება.
(R)