რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, 16 დეკემბერს მგზავრებს 10:00 საათის ნაცვლად, 13:00 საათიდან მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში.