„16-ლარიანი პაკეტით ხარისხიანი დაზღვევის მიღება შეუძლებელია“ - რა უშლის ხელს სექტორის განვითარებას

„16-ლარიანი პაკეტით ხარისხიანი დაზღვევის მიღება შეუძლებელია“ - რა უშლის ხელს სექტორის განვითარებას

access_time2022-07-29 23:00:00

საქართველოში დაზღვევა (როგორც სახელმწიფო პროგრამები, ისე კერძო სადაზღვევო სექტორი) ადამიანის საჭიროების მხოლოდ 40%-ს ფარავს. ამის შესახებ jandacva.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მაგალითად, როდესაც მძიმე პაციენტის მოვლაა საჭირო, ოჯახებს ათასობით ლარის გადახდა უწევთ სპეციალიზებულ დაწესებულებებში ან მომვლელის დასაქირავებლად.


განვითარებულ ქვეყნებში კი, მისი განცხადებით, ეს ხარჯები დაზღვევის მხრიდან იფარება. მართალია, ყველა ქვეყანას დაზღვევის განსხვავებული სქემა აქვს, მაგრამ პრინციპია ჯიბიდან გადახდების შემცირება, რაც საქართველოში მიღწეული არ არის.


გარდა იმისა, რომ სოციალური მდგომარეობა ადამიანებს ხარისხიანი სადაზღვევო პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას არ აძლევს, პრობლემაა სადაზღვევო კულტურის არარსებობაც, რაც კარგ პაკეტებზე მოთხოვნის არარსებობას განაპირობებს.


დევი ხეჩინაშვილს მოჰყავს მაგალითი, როდესაც ერთერთ დაწესებულებაში ყოფნისას, დასაქმებულებმა მას შესჩივლეს, რომ სადაზღვევო კომპანია ცუდად ემსახურებათ და ბევრ სერვისს არ ფარავდა.



„როდესაც მოვიკითხე, თუ როგორი სადაზღვევო პაკეტი ჰქონდათ ორგანიზაციაში მომუშავეებს, მითხრეს, რომ 16-ლარიანი დაზღვევა აქვს. როგორ შეიძლება, ასეთი დაბალი პაკეტით ხარისხიანი სერვისი მიიღო?“ – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.


მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში პრობლემაა გრძელვადიანი კონტრაქტების არარსებობა. მაგალითად,როდესაც კორპორატიული დაზღვევის ვადა ამოიწურება, მოსარგებლეები ახალი კონტრაქტის დადებისას იგივე სადაზღვევო კომპანიასთან მაღალი ფასის გადახდაზე უარს ამბობენ და მას სხვა კომპანიის დაბალფასიანი შეთავაზებით ანაცვლებენ. შესაბამისად, იკარგება ლოიალობის პრინციპი.


„დასავლეთის ქვეყნებში არის ასეთი გამოცდილება: სადაზღვევო კომპანია კორპორატიული დაზღვევით მოსარგებლე ადამიანების მომსახურების საფუძველზე აკეთებს ანალიზს და მას დამსაქმებელს წარუდგენს. ანალიზში მოცემულია, თუ რა ტენდენციები იკვეთება დასაქმებულებში – რა ჩივილებით მიმართავენ ისინი ყველაზე მეტად სამედიცინო დაწესებულებებს, რა რისკებია და ა.შ. შედეგად, სადაზღვევო კომპანია დამსაქმებელს აძლევს რეკომენდაციას, რომ დასაქმებულებს გარკვეული მედიკამენტები შეუძინოს, იზრუნოს მათი ჯანმრთელობის გართულების პრევენციის გზებზე, ამით კი თავად ეს კომპანია იქნება დაზღვეული გარკვეული რისკებისგან. საქართველოში კი გრძელვადიანი კონტრაქტები არ იდება, რადგან არ არსებობს ლოიალურობის პრინციპი და ყველაფერს ფასი წყვეტს, ამიტომაც მსგავსი პრაქტიკა ჩვენთან არ არის,“ – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.


ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად და ზოგადად, დაზღვევის განსავითარებლად სადაზღვევო სექტორი უნივერსალური, სავალდებულო პაკეტის შემოღებას ითხოვს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ამ საკითხის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია.


jandacva.ge



თეგები:
დაზღვევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up