ნავთობპროდუქტების ფასის ზღვრის შემოღების შემდეგ, რუსეთი წელიწადში დაახლოებით 102 მილიარდ დოლარს დაკარგავს. ამის შესახებ ბლუმბერგი ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) გათვლებზე დაყრდნობით წერს. დღეში რუსეთის დანაკარგი კი შეადგენს 170 მილიონ აშშ დოლარს.
5 თებერვლიდან რუსეთიდან ნავთობპროდუქტებზე ფასების შეზღუდვები ამოქმედდება, რაც გაზრდის ზეწოლას რუსული ნავთობის ექსპორტზე. CREA-ს გამოთვლები ეფუძნება იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფლაგმანი Urals ნავთობი ბაზარზე უკვე იყიდება გაცილებით დაბალ ფასად. ამ ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე $50,5-მდე დაეცა (ნოემბრის საშუალო ფასი $66,5 იყო)
დაბალი ფასების გამო რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები 400 მილიარდი რუბლით ჩავარდა, განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა. CREA-ს ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2023 წელს სიტუაცია გაუარესდება.