18-40 წლის ამერიკელების 50% ავტომობილის ყიდვას არ აპირებს

18-40 წლის ამერიკელების 50% ავტომობილის ყიდვას არ აპირებს

access_time2021-11-27 10:45:32

ამერიკელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ე.წ. „მილენიალების“ (18-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანები) თითქმის 50% თამაშის კაპიტალისტურ წესზე უარს აცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ  ნაკლებ სესხებს იღებს, ცდილობს პირადი საკუთრება მინიმუმამდე დაიყვანოს, იშვიათად სარგებლობს იპოთეკით, და გაცილებით ნაკლებ ავტომობილს ყიდულობს. 

ბრიტანეთში 35 წლამდე ასაკის მოქალაქეთა ნახევარს სახლის და ავტომობილის ფლობა არ სურს და უპირატესობას გრძელვადიან ქირას ანიჭებს,

უძრავი ქონების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2070 წელს ამერიკაში და ევროპაში საკუთარ სახლებში ან ბინებში არავინ იცხოვრებს, რადგანაც საცხოვრებლის ქირაობა ყიდვაზე გაცილებით მარტივი იქნება - ასეთ შემთხვევაში ადამიანი არაა დამოკიდებული კონკრეტულ ქალაქზე, მას ასევე არ მოუწევს ავეჯის ყიდვა, რემონტის გაკეთება, და ა.შ.

ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი იქნება სხვა ქალაქში გადაბარგება, სადაც კარიერისთვის უკეთესი შესაძლებლობები ექნება. ახალგაზრდა და პროგრესიული ადამიანებისთვის შთაბეჭდილებები, ემოციები და გამოცდილება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სტაბილურობა და ძვირადღირებული აქტივის ფლობის ფაქტი.

ამ ტენდენციას სრულად შეესაბამება განვითარებული ქვეყნების დიდ ქალაქებში ზრდადი სერვისის, კარშერინგის, პოპულარობა. ამ მომსახურებით სარგებლობენ ისინი, ვისაც მანქანა არ ჰყავს და მის ყიდვას არც გეგმავს.

მანქანის ქირაობის პრინციპი ასევე პასუხობს თანამედროვე ახალგაზრდების ერთ-ერთ პრიორიტეტს, გარემოს დაცვას. ამ ეტაპზე წარმოდგენა, რომ კარშერინგი ატმოსფეროს დაბინძურებას ამცირებს, მეცნიერულად დადასტურებული არაა, თუმცა, ცხადია, რომ ეს მომსახურება პირადი მანქანების გამოყენებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

შერინგის ტრენდის ზრდას ასევე ხელი შეუწყო პანდემიამ, რადგანაც სულ უფრო მეტი ადამიანი გადავიდა დისტანციურ სამუშაოზე, შესაბამისად, ისინი ნაკლებად დადიან ოფისებში, ნაკლებად გადაადგილდებიან ქალაქების ქუჩებში.


ამავე დროს მიწოდების სერვისები იმდენად განვითარდა, რომ სახლიდან გასვლა საერთოდ არაა აუცილებელი.

ერთის მხრივ, ეს ადამიანებს საკუთარი ავტომობილის ფლობის აუცილებლობისგან ათავისუფლებს, მაგრამ სხვა პრობლემას წარმოშობს: პანდემიის დროს არც თუ მიზანშეწონილია, მანქანის გამოყენება, რომლითაც დღეში რამდენიმე ათეული ადამიანი მოძრაობს.

ამ გამოწვევას უპასუხა გერმანულმა ავტოკონცერნმა Audi-მ, რომელმაც ახალი სერვისი Audi Drive დააარსა, რომელიც კლიენტებს მანქანების გრძელვადიან ქირას სთავაზობს. ავტომობილის დაჯავშნა შესაძლებელია 6,9. 12, თვით, ასევე 2-3 წლით. ეს სერვისი მომხმარებლებს სიცოცხლეს მნიშვნელოვნად უმარტივებს. მას არ სჭირდება ბიუროკრატიული და ტექნიკური პროცედურების გავლა, დაზღვევა, ტექნიკური დათვალიერება, ზამთრის საბურავების დაყენება, რემონტი და ა.შ. ავტომობილის შეკეთება ხელმოწერის ფასში შედის - თუ მანქანა რემონტს საჭიროებს, კომპანიის წარმომადგენელი წაიყვანს მას კლიენტის გარეშე და სრულიად უფასოდ მას უკვე შეკეთებულს დაუბრუნებს.

სერვისის ასეთი მრავალფეროვნება არის Audi Drive-ის უპირატესობა კარშერინგის სისტემასთან შედარებით.


წყარო: Forbes

ავტორი: თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up