რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 13 მარტის დილის მდგომარეობით, უკრაინაში უკვე დაიღუპა 85 ბავშვი და თითქმის 100-ზე მეტი დაშავდა. მათი უმეტესობა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ჟიტომირის ოლქებში ცხოვრობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაბომბვისა და თავდასხმების შედეგად დაზიანდა 369 სასწავლო დაწესებულება, აქედან 57 მთლიანად განადგურდა. ყოველდღიურად იბომბება 20-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება. გარდა ამისა, დაიბომბა 11 სამედიცინო დაწესებულება და 3 სარეაბილიტაციო ცენტრი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.
გარკვეულ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს და ზუსტი მონიტორინგის ჩატარება შეუძლებელი ხდება.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას. გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.
უკრაინა რუსეთის ტერორისტ ქვეყნად გამოცხადებას ითხოვს და ჰააგის სასამართლოში ჩივის. სასამართლო პროცესი გასულ კვირას დაიწყო, თუმცა პროცესზე არ გამოცხადდა რუსეთის წარმოემადგენელი. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამბობს, სასამართლოს ამ საკითხზე მსჯელობის ლეგიტიმაცია არ აქვს.
როგორც უკრაინის სახალხო დამცველი აცხდებს, სრული სიზუსტით გროვდება რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ყველა ფაქტი და უკრაინა მას სამხედრო ტრიბუნალამდე მიიტანს.
რუსეთს უკრაინაში შეჭრის და იქ საომარი მოქმდებების გამო სანქციები დაუწესა ლამის მთელმა მსოფლუიომ, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა.