18 ძროხა და ერთი ხარი - ამ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს აუქციონზე აღსრულების ეროვნული ბიურო ყიდის.
19 სული რქოსანი პირუტყვი ერთ ლოტად იყიდება და 6 თებერვალს ჩანიშნულ აუქციონზე საწყისი ღირებულება 14250 ლარია. შესყიდვის ფასი მოიცავს დღგ-ს. აღნიშნული ცხოველები ბაღდადის მუნიციპალიტეტში სოფელი ვარციხეში არიან.
როგორც აუქციონის პირობებშია აღნიშნული, შემფასებელს არ განუხორციელებია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვეტერინარული ექსპერტიზა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა (ასაკი, წონა, წველადობა, პირუტყვის მაკეობა).