18 სექტემბერი დასუფთავების მსოფლიო დღეა

18 სექტემბერი დასუფთავების მსოფლიო დღეა

access_time2021-09-15 11:40:00

დასუფთავების მსოფლიო დღეს საქართველო დასუფთავების სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, 17-19 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავების აქციები გაიმართება.



„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხზე. ამ მიმართულებით, დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნარჩენების სწორი მართვაა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ უარყოფითი შედეგებისა და საფრთხეების შესახებ, რისი გამოწვევაც შეუძლია საყოფაცხოვრებო თუ სხვა ტიპის, მათ შორის სახიფათო ნარჩენების გარემოში მოხვედრას. აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ პასუხისმგებლობა ჩვენი საარსებო გარემოს წინაშე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.



პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ერიკ ილლესი და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.




„შვედეთი მუშაობს საქართველოს მთავრობასთან და საზოგადოებასთან ერთად, რათა გააუმჯობესოს საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემა. მე ვფიქრობ, ეს არის საქართველოს კამპანიის მიზანი, რაც ამავდროულად შეადგენს გლობალური კამპანიის ნაწილსაც, რომ შეძლოს და აამაღლოს ცნობიერება ნარჩენების შემცირების, ხელახალი გამოყენების და გადამუშავების კუთხით“, - განაცხადა ერიკ ილლესმა.



“დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად ჩამოვაყალიბეთ და წელსაც კოვიდ რეგულაციების დაცვით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება დასუფთავების აქციები”-განაცხადა ნინო ჩხობაძემ.



დასუფთავების საერთაშორისო დღე და მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და მისი კლიმატის ცვლილების პროცესზე ზეგავლენის მნიშვნელობაზე.



საერთაშორისო კამპანია 1993 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და მასში 133 ქვეყანაა ჩართული.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up