რუსეთის ქალაქ ფსკოვიდან კიევის მიმართულებით 18 თვითმფრინავი Ил-76 გაფრინდა. ამის შესახებ ტვიტერზე Bellingcat–ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი წერს, უკრაინის მთავრობაში თავის წყაროებზე დაყრდნობით.
Ил-76 რუსული სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავია და პირადი შემადგენლობის დესანტირებისთვის გამოიყენება. თვითმფრინავს შეუძლია 28–60 ტონა ტვირთის გადატანა 3600–4200 კმ მანძილზე, მოდიფიკაციის შესაბამისად.