1989 წლიდან 2001 წლამდე თბილისის გამწვანების კოეფიციენტი 13 მ2-დან 5.6 მ2-მდე შემცირდა - გოგი ლორთქიფანიძე

1989 წლიდან 2001 წლამდე თბილისის გამწვანების კოეფიციენტი 13 მ2-დან 5.6 მ2-მდე შემცირდა - გოგი ლორთქიფანიძე

access_time2022-12-26 20:40:49

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობის“ დამფუძნებელი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში თბილისის გამწვანების ისტორიას, გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან 2000-იან წლებამდე, მიმოიხილავს.

 

გოგი ლორთქიფანიძე წერს, რომ 1989 წლიდან თბილისის გამწვანების კოეფიციენტი (მწვანე საფარის ფართობი 1 მოსახლეზე) 13 მ2 იყო, 2001 წლისთვის ეს რიცხვი დაახლოებით 5.6 მ2-მდე შემცირდა. ამის შემდეგ თბილისის მოსახლეობა კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა მწვანე საფარის ფართობი არ გაზრდილა. გოგი ლორთქიფანიძე იმასაც წერს, რომ ევროპის საბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი 1 მოსახლეზე 35.5 მ2-ია.

 

 

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

 

1930-1950 წლებში თბილისის ტერიტორიაზე 5,5 მლნ-ზე მეტი ხე დაირგო. 1954 წლისთვის საზოგადოებრივი მოხმარების მწვანე მასივებისა და ნარგავების ფართობმა 490 ჰა (1937 წელს მხოლოდ 160 ჰა იყო) შეადგინა.

 


 

მთაწმინდის პარკის გახსნამდე (1938 წლის 24 ივლისი) მთის კალთები და პლატო მოშიშვლებული იყო. მოგვიანებით ხელოვნური ნარგავები კოჯრამდე და ოქროყანამდეც გაგრძელდა.

 

 

1946 წელს 150 ჰექტარზე ვაკის პარკის გაშენება დაიწყო რაც, რელიეფის გათვალისწინებით, დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული: ვარაზის ხევის ჩამონადენი და კუს ტბის მოცულობა ვერ აუდიოდა ათობით ათასი ნერგის მორწყვას. ამიტომ გადაწყდა მტკვართან წყლის საქაჩი სადგურის აშენება და მისი საშუალებით სითხის აქაჩვა კუს ტბამდე.

 

 

პარალელურად თბილისის შემოგარენიც გამწვანდა, გაჩნდა 400 ჰექტარი ტყე. წყნეთში 150 ათასი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე დაირგო: 12 ათასი თეთრი აკაცია, 53 ათასი ხეხილის ნერგი და 100 ათასამდე ფიჭვი, რომლებიც ბაკურიანიდან, ახალდაბიდან და ხაშურის რაიონიდან ჩამოზიდეს.

 

 

1951 წელს წყნეთის პლატოს შუაგულში დამატებით 40 ჰექტარი პარკი გაშენდა, რომლისთვისაც სარწყავი წყალი კვლავ მტკვრიდან იტუმბებოდა.

 

 

1989 წლისათვის თბილისის გამწვანების კოეფიციენტმა მაქსიმუმს მიაღწია: ქალაქი ითვლიდა კულტურისა და დასვენების 7 პარკს (267 ჰა), 9 პარკს (91 ჰა), 7 ბაღს (20 ჰა), 476 სკვერს (212 ჰა), 6 ბულვარს (9 ჰა), ხოლო ქუჩის მწვანე ნარგავების საერთო ფართობი შეადგენდა 390 ჰექტარს. ამ დროს თბილისის გამწვანების კოეფიციენტი (მწვანე საფარის ფართობი 1 მოსახლეზე) 13 მ2 იყო, 2001 წლისთვის ეს რიცხვი დაახლოებით 5.6 მ2 -მდე შემცირდა. ამის შემდეგ თბილისის მოსახლეობა კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა მწვანე საფარის ფართობი, რბილად რომ ვთქვათ, არ გაზრდილა. შესადარებლად: ევროპის საბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი 1 მოსახლეზე 35.5 მ2-ია, - წერს გოგი ლორთქიფანიძე.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up