1994 წლიდან დღემდე დადებითი მიგრაციული სალდო მხოლოდ პანდემიურ 2020 წელს დაფიქსირდა

1994 წლიდან დღემდე დადებითი მიგრაციული სალდო მხოლოდ პანდემიურ 2020 წელს დაფიქსირდა

access_time2022-06-07 10:00:49

საქართველოში მოსახლეობის მორიგი აღწერა 2024 წელს ჩატარდება. ბოლო აღწერიდან დღემდე მოსახლეობის რიცხოვნობა 25 ათასითაა შემცირებული. საქსტატის ცნობით 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში 3.689 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 2011 წლის შემდეგ 20 ათასს პირველად გადააჭარბა.

 

საბჭოთა კავშირში ჩატარებული ბოლო აღწერით 1989 წელს საქართველოში 5.4 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1 მლნ-ზე მეტი ადამიანი ემიგრაციაში წავიდა. ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც ბოლო ორმა აღწერამ ვერ გაითვალისწინა ჯამში დაახლოებით 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

 

ჯერ კიდევ პანდემიამდე 2019 წელს წლიური ბუნებრივი მატების მაჩვენებელი 4-5 ათასიდან 1600-მდე შემცირდა, თუმცა დადებითი სალდო ნარჩუნდებოდა, 2020 წელს სიკვდილიანობამ შობადობას 4000-ით, ხოლო 2021 წელს 14 000-ით გადააჭარბა. კიდევ უფრო მაღალი უარყოფითი მიგრაციული სალდოს გამო 2021 წელს ჯამში საქართველოს მოსახლეობა 40 000-ით შემცირდა, რაც ადრეული 90-იანების შემდეგ ყველაზე დიდი კლებაა.

 


არსებობს, მოსაზრება, რომ მოსახლეობის კლება შობადობის შემცირებითაა გამოწვეული, რაც მეტწილად მცდარია. ბოლო 20-25 წლიან პერიოდში ბუნებრივი მატება ნულთან იყო მიახლოებული და უმეტესად აჭარბებდა კიდეც, სამაგიეროდ 1994 წლიდან დღემდე, დადებითი მიგრაციული სალდო მხოლოდ 2020 წელს აღინიშნა, როდესაც პანდემიის გამო ქვეყანაში 15 ათასით მეტი ადამიანი დაბრუნდა ვიდრე გავიდა. წასვლის მსურველებმა უბრალოდ ვერ შეძლეს საზღვრის გადაკვეთა.

 

1991-1993 წლების შესახებ საქსტატზე ინფორმაცია არ მოიპოვება, 1994 წლის მოსახლეობა 4.9 მლნ-დ არის განსაზღვრული. თუ ეს მონაცემიც სწორია და 1989 წლის აღწერაც, მაშინ გამოდის, რომ 1991-1993 წლებში საქართველოს მოსახლეობა 0.5 მლნ-ით შემცირებულა.

 

1994 წელს უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 195 ათასი შეადგინა, 1995 წელს 176 ათასი, 1996 წელს 169 ათასი, 1997 წელს 127 ათასი. ამის შემდეგ ვარდნის ტემპი კლებულობს, თუმცა 2020-ის გამოკლებით 0-ს არასდროს ასცილებია.

 

2002 წლის აღწერით მოსახლეობა 4.3 მლნ-ს შეადგენდა, თუმცა 2014 წლის აღწერამ ცხადყო რომ ს რიცხვი არასწორი იყო და მონაცემი 300 ათასით დაკორექტირდა. დღევანდელი მონაცემით 20 წლის წინ საქართველოს მოსახლეობა 4 მლნ-ს უდრიდა და არა 4.3 მლნ-ს.

 

90-იანი წლების უკან მოტოვების მიუხედავად, საქართველო 1 სულ მოსახლეზე შემოსავლების მიხედვით ასეულს მიღმა იმყოფება, ეს ფაქტი თავის მხრივ გამუდმებულ უარყოფით მიგრაციულ სალდოს ყველაზე კარგად ხსნის.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up