2-3-კვირიანი ლოქდაუნი არ იქნებოდა ცუდი, სიტუაციას დაასტაბილურებდა - ბიძინა კულუმბეგოვი

2-3-კვირიანი ლოქდაუნი არ იქნებოდა ცუდი, სიტუაციას დაასტაბილურებდა - ბიძინა კულუმბეგოვი

access_time2020-11-15 13:30:16

„ჯანდაცვის სისტემა კოლაფსთან ახლოს არის“ - ასე აფასებს ექიმი ინფექციონისტ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდ პანდემიის გავრცელების აღმავალ ტემპს ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,360 გრადუსი“.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა მძიმე ჩვენებებით პაციენტებთან ვერ მიდის სასწრაფო დახმარება და როცა თავად კოვიდ ინფიცირებულები აკითხავენ საავადმყოფოებს, მათთვის ადგილი არ არის.

,,ქვეყნაში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი და ამას ყველაზე მეტად ექიმები ვგრძნობთ, რადგან ათეულობით და ასეულობით ადამიანი ითხოვს ჩემგან დახმარებას და კლინიკაში მოთავსებას. შეიძლება დავუშვათ, რომ ვირუსი ახალია და ამის გამო პაციენტების ნაწილს საკუთარი მდგომარეობის მიმართ გადაჭარბებული ემოციური ფონი აქვს, მაგრამ ობიექტურად ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება და ისინი ვერ იღებენ ამას. სანამ თქვენთან საუბარს დავიწყებდი, იქამდე ვესაუბრე ადამიანს, რომელიც ინფიცირებულია და დადის კლინიკიდან კლინიკაში, 112 მასთან არ მივიდა. ახლაა არის ერთ-ერთ წამყვან ცენტრში ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ბოჭორიშვილის კლინიკაში და სამწუხაროდ ადგილი არ არის მისთვის. ამიტომაც პაციენტს, რომელსაც გულ-მკერდის არეში გამჭოლი ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა აქვს, უწევს ელოდოს, რომ კლინიკიდან მაინც გადაიყვანოს 112-მა, რომელიმე სხვა სტაციონარში. ასეთი შემთხვევების მატება, ნიშნავს, რომ სისტემა კოლაფსთან ახლოს არის. მე მესმის, რომ აქტიური შემთხვევები დღეს 16 000-ია და აქედან თითქმის 30% საავადმყოფოში წევს, რაც არასწორია. მსოფლიოში არსად არის 30% კოვიდ ინფიცირებულების ჰოსპიტალიზებული. ჩვენთან კი, პაციენტები, იმის შიშით, რომ ვაიდა გაურთულდეთ, ცდილობენ მოთავსდნენ კლინიკაში, ამ დროს კი ვისაც მართლა სჭირდება, იმას საწოლს ვართმევთ“, -ამბობს ექიმი.


კულუმბეგოვი ასევე აღნიშნავს, რომ მდგომარეობის დასტაბილურებისთვის 2-3 კვირიანი თუნდაც ნაწილობრივი ლოქდაუნი საჭიროა.

მე ვფიქრობ, რომ სერიოზული გადაწყვეტილებებია მისაღები 2-3 კვირიანი ლოქდაუნი არ იქნებოდა ცუდი, სიტუაციას დაასტაბილურებდა . თუნდაც სარესტორნო და როგორც ევროპის ქვეყნები მოიხსენიებენ, არასაჭირო მაღაზიებისა და ობიექტების დახურვა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ გავლენა ეპიდემიის აღმავალ ტრაექტორიაზე, რომელიც არ გაჩერდება, მაგრამ სიტუაცია რომელშიც ვართ, ითხოვს სასწრაფო, გადაუდებელ რეაგირებას


ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სისტემის განვითარების დონე არის ისეთი, როგორიც ჩვენი ეკონომიკა, განათლების სისტემა და ა.შ. არ შეიძლება, ჩვენ გვქონდეს განვითარებული ქვეყნების დონის მედიცინა და სხვაგან, ყველგან ვიყოთ ჩამორჩენილები. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი პრეტენზიები არ უნდა გვქონდეს, უბრალოდ არსებულ სიტუაციაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.

დიდი შეცდომაა, განყენებულად მხოლოდ საწოლების ოდენობის თვლა. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენია იმ საწოლთან მიბმული სამედიცინო პერსონალი“,-თქვა კულუმბეგოვმა ,,360 გრადუსში“.


BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up