თურქეთის სადაზღვევო ზარალი, რომელიც მან 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად განიცადა, შესაძლოა $2-4 მილიარდამდე იყოს. ამის შესახებ სააგენტო Fitch-ი იტყობინება.
„სიტუაციის განვითარებიდან გამომდინარე, ძნელია სადაზღვევო ზარალის შეფასება, მაგრამ სავარაუდოდ, ეს $2 მილიარდს გადააჭარბებს და შესაძლოა $4 მილიარდი ან მეტი იყოს. თუმცა დაზღვეული ზარალი შეიძლება გაცილებით დაბალი იყოს, დაახლოებით $1 მილიარდი, დაზარალებულ რეგიონებში დაბალი სადაზღვევო დაფარვის გამო - ნათქვამია შეტყობინებაში.
Fitch მიუთითებს, რომ ზარალის მნიშვნელოვან ნაწილს დაფარავენ გადაზღვევები, მაგრამ მაგრამ მთლიანი თანხა მცირე იქნება გადაზღვევის გლობალური ბაზრისთვის და არ ემუქრება მას ნეგატიური შედეგებით.