20 000 ტონით მეტი - რა მოცულობით მანდარინის მოსავალს ელოდება აჭარა 2021 წელს

20 000 ტონით მეტი - რა მოცულობით მანდარინის მოსავალს ელოდება აჭარა 2021 წელს

access_time2021-11-05 15:50:00

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი უკვე დაწყებულია და 250 ტონა ექსპორტზეა გასული -ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.


გიორგი სურმანიძის თქმით, ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებთან ერთად წელს ქართული ციტრუსი შუა აზიაშიც გავა.


,,წელს, აჭარაში მანდარინის მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობა 70 000 ტონაა. საკმაოდ კარგი მოსავალია და კრეფა უკვე დაწყებულია. დაახლოებით, 250 ტონამდე ექსპორტზე უკვე გასულია, ძირითადი რაოდენობა სომხეთში გადის. წელს დაინტერესება საკმაოდ დიდია და ამიტომ, ვთვლით, რომ ნარინჯისფერი რთველი საკმაოდ კარგად ჩაივლის.


გასულ წელთან შედარებით, წელს 20 000 ტონით მეტ მოსავალს ველოდებით. რაც შეეხება ფასებს, ამაზე საუბარი მე არ შემიძლია,რადგან ვარ სახელმწიფოს წარმომადგენელი და ჩემგან ღიად ფასის დასახელებამ შესაძლოა, ბაზარზე გაურკვევლობები გამოიწვიოს. ვიტყვი ასე, სავარაუდოდ, შენარჩუნებული იქნება შარშანდელი ფასი და არ არის გამორიცხული ფასის ზრდაც მოხდეს გარკვეული მიზეზების ასახვით.



ძირითადი საექსპორტო ბაზრები კვლავ არის ტრადიციული ბაზრები ჩვენთვის და დაემატა ახალი ქვეყნები, ესენია შუა აზიის ქვეყნები. მე, პირადადაც შევხვდი ამ მიზნით ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის წარმომადგენლებს. ვფიქრობთ, წელს ამ ბაზრებზე გარკვეული პარტიები გავა, ისე როგორც პოლონეთში. თუმცა, ეს მაინც კერძო სექტორის უშუალო პრეროგატივაა. ჩვენ ჩვენის მხრივ შეგვიძლია დავეხმაროთ ბიზნესს, დოკუმენტაციის მოგროვებაში, სახელმწიფო სერვისების დროულ მიღებაში და სხვა, მსგავს ლოგისტიკურ საკითხებში. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ყოველწლიურად ვქმნით ციტრუსის რელიზაციის სააკორდინაციო შტაბს, რომლის ფარგლებშიც ყველა საკითხის მყისიერი გადაწყვეტა ხდება“-განაცხადა გიორგი სურმანიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


ინფორმაციისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 39.3 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რაც რეკორდულია უკანასკნელი 10 წლის (მარკეტინგული წლები) მაჩვენებლების მიხედვით და რომლის ღირებულებამ 19.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


bpn.ge



თეგები:
მანდარინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up