20, 23 და 27 სექტემბერს Turkish Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანია „ანადოლუჯეტი“, თბილისი-სტამბოლის (საბიჰა გოქჩენის აეროპორტი) მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
„აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.