20-25%-იანი ზრდის პირობებში, რამდენიმე წელიწადში Pasha Bank-ის საბაზრო წილი გაორმაგდება - ნიკოლოზ შურღაია

20-25%-იანი ზრდის პირობებში, რამდენიმე წელიწადში Pasha Bank-ის საბაზრო წილი გაორმაგდება - ნიკოლოზ შურღაია

access_time2022-12-29 11:30:52

Pasha Bank-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ შურღაიამ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში Pasha Bank-ის და „რებანკის“ საქმიანობა შეაჯამა და განაცხადა, რომ 2022 ბანკი წელს დაგეგმილ მაჩვენებლებზე უკეთ ასრულებს ყველა ძირითადი პარამეტრით, მათ შორის სესხების და დეპოზიტების ზრდის, ასევე შემოსავლიანობის თვალსაზრისით. მოსალოდნელი წლიური 20-25%-იანი ზრდის პირობებში, რამდენიმე წელიწადში ბანკის საბაზრო წილი გაორმაგდება.

 


„ჩვენთვის 2022, დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარებით კარგი წელი იყო. ბანკი მნიშვნელოვნად გაიზარდა, საკრედიტო პორტფელს 23%-იანი ზრდა ჰქონდა, მათ შორის „რე ბანკის“ პორტფელი გაორმაგდა. ზარალი 3 მლნ ლარით უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე მიმდინარე წელს გვქონდა დაგეგმილი.



მომავალ წელს ჩვენი ფოკუსი კვლავ ბანკის მოცულობითი ზრდისკენ იქნება მიმართული. საჭირო მასშტაბის მიღწევამდე მომგებიანობა უფრო ნაკლები მნიშვნელობისაა და ამიტომ, მომავალი წელი ზარალიანი დავგეგმეთ. მომგებიანობას კლიენტების სიმრავლე და პროდუქტების შემდგომი გაუმჯობესება აუცილებლად მოიტანს და ამას 2024 წლიდან ვგეგმავთ. მომავალ წელს სტაბილური ზრდის გაგრძელებას ვგეგმავთ და ვიმედოვნებთ, რომ ყოველწლიურად არანაკლებ 20-25%-იან ზრდას მოვახერხებთ უახლოეს წლებში“ - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ

 

 


Pasha Bank-ის გენერალურმა დირექტორი კმაყოფილია გუნდის მუშაობით, კლიენტებს, რომელთა რიცხვი ათასობით იზრდება ყოველთვიურად, მადლობას უხდის ერთგულებისთვის და მომავალ წელს კიდევ უფრო საინტერესო მომსახურებას, ახალ პროდუქტებსა და სტაბილურობას ჰპირდება.

 

 

„ჩვენს კლიენტებს ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ერთგულებისთვის, წელს ათი ათასობით ადამიანი შემოგვიერთდა, განსაკუთრებით „რებანკში“ და მინდა მომავალ წელს მათ კიდევ უფრო უკეთეს მომსახურებას, ახალ საინტერესო პროდუქტებს და მათი ფულის კარგად და მომგებიანად მოვლას დავპირდე.



ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენი მომხმარებელი ელის, კლიენტისადმი გულით მიდგომაა. ადამიანებს სურთ ბანკში თავისი პარტნიორი იხილონ, ისეთი ადამიანების ჯგუფი დაინახონ, ვინც მათზე გულითადად და რეალურად იზრუნებს, ანუ მომხმარებლის ინტერესს საკუთარ ინტერესთან გააიგივებს“, - განაცხადა შურღაიამ.

 

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 


თეგები:
Pasha Bank



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up