20 მსხვილი კომპანია საქართველოში, სადაც წილს რუსული კომპანიები ან რუსეთის მოქალაქეები ფლობენ

20 მსხვილი კომპანია საქართველოში, სადაც წილს რუსული კომპანიები ან რუსეთის მოქალაქეები ფლობენ

access_time2022-03-05 13:50:53

საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხების შესწავლის შედეგების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

„7 000-ზე მეტი კომპანიიდან 1,230 კომპანია 1995 წლიდან 2012 წლამდე დარეგისტრირდა, ხოლო 5,500-მდე — 2013-2020 წლებში. ახალი კომპანიების რეგისტრაციის რეკორდული რაოდენობა - დაახლოებით 1 200 - 2018 წელს დაფიქსირდა; რუსეთის იმ მოქალაქეების ნახევარზე მეტი, ვინც საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ფლობს, ქართული გვარის მქონე პირია; მსხვილი რუსული კომპანიები წარმოდგენილი არიან საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, მძიმე და მსუბუქ მრეწველობაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, საფინანსო სექტორში, კომუნიკაციებში, სათამაშო ბიზნესში, რესტორნებსა და სასტუმროებში,“-ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა, რომლის მფლობელები რუსეთის კომპანიები და მოქალაქეები არიან, ყველა მათგანზე, განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიებზე, ინფორმაციის მოპოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ორგანიზაცია კვლევაში გვთავაზობს ინფორმაციას, მხოლოდ 20 მსხვილ კომპანიაზე.

სს„თელასი“

დღემდე „თელასის“ 75%-ს „ინტერ რაო“ ფლობს, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანიები: „როსნეფტგაზ გრუპი“ და „ინტერ რაო კაპიტალ გრუპია“. „თელასის“ 25% 2020 წლის აგვისტოდან კერძო კომპანია შპს „ბესტ ენერჯი გრუპს" ეკუთვნის, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა.

სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“

დღეს „ხრამჰესი I“-ისა და „ხრამჰესი II“-ის მფლობელი Gardabani Holding B.V.-ია, რომელიც „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიაა.

შპს „ენერგია“ („ლარსი ჰესი“, „შილდა ჰესი“)

შპს „ენერგიას“ 70%-ს რუსეთის მოქალაქე მევლუდი ბლიაძე ფლობს, ხოლო 30%-ს — შპს „ფერი“. „ფერის“ მფლობელები საქართველოს მოქალაქეები იოსებ მჭედლიშვილი და კახაბერ შევარდნაძე არიან.

სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“

კომპანიის 50%-ს საქართველოს სახელმწიფო კომპანია სს „საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, 50%-ს კი — რუსეთის ფედერაცია, კერძოდ სს „ერთიანი ენერგო სისტემის ფედერალური ქსელური კომპანია“. ეს კომპანია რუსეთის ფედერაციის ელექტროენერგიის გადაცემის საქსელო სისტემის ოპერატორი და მმართველია.

შპს „მაინინგ ინვესთმენთსი“ (შპს RMG Gold და შპს RMG Copper)

შპს RMG Gold-ს 96.2%-ს შპს „მაინინგ ინვესთმენთს“ ფლობს, ხოლო 3.8%-ს — შპს RMG Copper. შპს RMG Copper-ის მფლობელიც „მაინინგ ინვესთმენთსია“. შპს „მაინინგ ინვესთმენთსის“ 100%-ის მფლობელი კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდი“ არის, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ტროიცკია, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს მოქალაქე კახაბერ მჭედლიშვილია. ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ პეტროვია. შპს RMG Gold-ის 2019 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე რუსეთის მოქალაქეები დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟევი არიან.

სს „ელმავალმშენებელი“

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ამ კომპანიის აქციების 87%-ის მფლობელი ოფშორში, მალტაზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ლოკო ტრანს კომპანია“, 12.8%-ს საქართველოს სახელმწიფო ფლობს, 0.2%-ს კი შრომითი კოლექტივი. „ელმავალმშენებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე იგორ ტუგბაევია. საბჭოს 7 წევრიდან 6 ასევე რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი — საქართველოს მოქალაქე. ეს შესაძლოა იმას მიანიშნებდეს, რომ მალტაში რეგისტრირებული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან.

შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო“


შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველოს“ 75%-ს გიბრალტარში რეგისტრირებული კომპანია „ჩენელ ენერჯი (ერა) ლიმიტედ“, ხოლო 25%-ს სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ფლობს. „ჩენელ ენერჯი (ერა) ლიმიტედის“ საბოლოო ბენეფიციარი Petrocas Energy International-ია, რომელიც რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენთან, დავით იაკობაშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის ბოლოს Petrocas Energy International-ის 49% რუსულმა კომპანიამ „როსნეფტმა“ შეიძინა.

შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“

ამ კომპანიის 50%-ს ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „თაუერ ქეფითელ თრეიდინგ“ ფლობს, ხოლო 50%-ს - შპს „აგრიკომი“. „აგრიკომის“ 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე კონსტანტინე ოსიპოვია, ხოლო „თაუერ ქეფითელ თრეიდინგის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალი („აიდიეს ბორჯომი“)

„აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ ოფშორში, ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზე არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ აშუროვია. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. საქართველოს ფილიალის დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვია.

შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“

კომპანიის 100%-ს რუსეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „ვიმ-ბილ-დან“ ფლობს. კომპანია 1992 წელს დაარსდა და მის დაფუძნებაში ჩართული იყო დავით იაკობაშვილი. 2010 წლიდამ „ვიმ-ბილ-დან“-ს ამერიკული „პეპსიკო“ ფლობს.

შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“

შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“ 2003 წელს დარეგისტრირდა. ამ კომპანიის 100%-ის მფლობელი რუსეთში რეგისტრირებული შპს „დკ-სერვისია“.

შპს „ვიონი საქართველო“ („ბილაინი“)

კომპანიის წილებს ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ორი კომპანია ფლობს: შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ – 71%-ს და „ინვესტიკო ალიანსე“ – 29%-ს.

„ვიონი საქართველო“ „ბილაინის“ ბრენდით არის წარმოდგენილი. „ბილაინის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ვიონი საქართველო“ საერთაშორისო ჯგუფ VEON-ში შედის. VEON ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, თუმცა მისი აქციების 47.9%-ს Letterone Investment Holdings S.A ფლობს, რომლის დამფუძნებელი და მაკონტროლებელი რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია.

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ რუსული „ვითიბი ბანკის“ შვილობილი კომპანიაა. „ვითიბი ბანკის“ აქციების დაახლოებით 59%-ს კი რუსეთის ფედერაციის მთავრობა ფლობს. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ საქართველოში სიდიდით მე-4 ბანკია, აქტივებით ის მხოლოდ „თიბისი ბანკს“, „საქართველოს ბანკს“ და „ლიბერთი ბანკს“ ჩამორჩება.

შპს „მეტრა დეველოპმენტი“

შპს „მეტრა დეველოპმენტის“ 50%-ს რუსეთის მოქალაქე ალექსეი სონკი ფლობს, ხოლო მეორე 50%-ს ასევე რუსეთის მოქალაქე — ალექსეი ვოლჩკოვი.

შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“

კომპანიის 65%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია Peftersona Limited ფლობს, 30%-ს - რუსეთის მოქალაქე ილია ბულიჩევი, ხოლო 5%-ს საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ლევან ქორქაშვილი ფლობს. კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია Peftersona Limited-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

შპს „როიალ ბატონი“

შპს „როიალ ბატონის“ 100%-ს რუსეთის მოქალაქე იური კოროტჩენკო ფლობს.

შპს „ლუკოილ-ჯორჯია“

კომპანიის 100%-ის მფლობელი შვეიცარიაში რეგისტრირებული სს „ლიტასკოა“. „ლიტასკოს“ საბოლოო ბენეფიციარი კი რუსული კოპანია „ლუკოილია“.

„იანდექს ტაქსი“

ტაქსის ონლაინ გამოძახების რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი“ საქართველოში 2016 წელს შემოვიდა და მოკლე დროში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. „იანდექს ტაქსი“ რუსულ ინტერნეტ კომპანია Yandex-ის შვილობილ კომპანია Yandex.Go-ს ეკუთვნის.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up