20 ქვეყანა, სადაც მოსახლეობაც ყველაზე სწრაფად მცირდება

20 ქვეყანა, სადაც მოსახლეობაც ყველაზე სწრაფად მცირდება

access_time2022-07-26 20:30:00

1950-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიო მოსახლეობის მატების ტენდენცია ზრდისკენ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ზრდა ძირითადად ჩინეთსა და ინდოეთშია კონცენტრირებული, მკვლევარები ზრდის შემდგომ ტალღას აფრიკის რეგიონში ელოდებიან. მაგალითად, 2019 წლის მონაცემებით, ნიგერში ქალი სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ 6 ბავშვს აჩენს.

თუმცა, არსებობს რეგიონები, სადაც საპირისპირო ტენდენცია შეიმჩნევა და მოსახლეობა წლიდან წლამდე მცირდება. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მოსახლეობა ყველაზე სწრაფი ტემპით მცირდება.

სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია გაეროს მონაცემებს ეყრდნობა და მოსახლეობის კლების სავარაუდო ტემპებს ასახავს 2020-დან 2050 წლამდე. საინტერესოა, რომ ტოპ-20-ეულში შემავალ სახელმწიფოთა უმეტესობა აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. ამას კი საკუთარი მიზეზები აქვს.

პირველი და უმთავრესი მიზეზი შობადობის დაბალი მაჩვენებელია. პიტერსონის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის მონაცემებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მის წევრ სახელმწიფოებში შობადობის მაჩვენებელი დაეცა. რეგიონში ერთ ქალზე შობადობის საშუალო მაჩვენებელი 1988 წლის 2.1-დან 1998 წელს 1.2-მდე შემცირდა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად რეგიონში შობადობის მაჩვენებლების გაუმჯობესებისა, საერთო სურათზე დიდ გავლენას ახდენს სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ემიგრაციაც.


აღმოსავლეთ ევროპიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე ამ პერიოდის განმავლობაში მიგრაციის რამდენიმე ტალღა დაფიქსირდა. პიტერსონის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის მონაცემებით, 2016 წლისთვის ევროკავშირის სხვა ქვეყნებში 6.3 მილიონი აღმოსავლეთ ევროპელის მიგრაცია მოხდა.

ყველაზე სწრაფი ტემპით ბულგარეთის მოსახლეობა მცირდება. გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 22.5%-ით შემცირდება. თითქმის 22%-იანი პოტენციური კლების მაჩვენებელია პროგნოზირებული ლიეტუვისა და ლატვიისთვის. მოსახლეობის 20%-ით შემცირებაა ნავარაუდევი უკრაინის შემთხვევაში.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ საქართველოს მაჩვენებელი. საქართველო მოსახლეობის კლების მაჩვენებლის მიხედვით, 20 ყველაზე სწრაფად კლებად ქვეყანას შორის მე-16 ადგილს იკავებს. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 11.8%-ით შემცირდება.

საინტერესოა ისიც, რომ ოცეულიდან 18-ს სწორედ ევროპული სახელმწიფო წარმოადგენს. გამონაკლისი მხოლოდ კუბა და იაპონიაა. ამ უკანასკნელის მოსახლეობის პოტენციური კლების მაჩვენებელი 16.3%-ს შეადგენს. კუბას შემთხვევაში კი ეს რიცხვი 10%-ს უტოლდება.

წყარო: forbes.ge


თეგები:
მოსახლეობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up