20 წელი 9/11-დან და მეორე ვიეტნამი ავღანეთში

20 წელი 9/11-დან და მეორე ვიეტნამი ავღანეთში

access_time2021-09-11 10:00:00

11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავზე ავღანეთში აშშ-ის ყველაზე ხანგრძლივი ომი დასრულდა. 20 წლის წინ თალიბანი საჰაერო დარტყმების დაწყებიდან 5 კვირაში დაემხო, 20 წლის შემდეგ კი სრული ძალაუფლება ჯერ კიდევ მაშინ დაიბრუნა, სანამ ამერიკული ჯარები ქვეყანას ბოლომდე დატოვებდნენ. 300 000-იანი კარგად შეიარაღებული ავღანური არმია ტერორისტული დაჯგუფების მიმართ უმწეო აღმოჩნდა. განვლილ წლებში ომს 2420 ამერიკელთან ერთად, 32 ქართველი სამხედროც შეეწირა.



2001 წელს მსოფლიო იქამდე ჯერ არნახული მასშტაბის ტერაქტმა შეძრა. ნიუ-იორკში ტყუპ ცათამბჯენებზე გატაცებული თვითმფრინავით განხორციელებულ შეტევას 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 25 000-მდე ადამიანმა კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებს 19 ტერორისტი 4 თვითმფრინავით დაესხა თავს. ერთი რომელიც კაპიტოლიუმზე აპირებდა იერიშს პენსილვანიაში ჩამოაგდეს, ერთი პენტაგონს დაეჯახა და მცირე დაზიანება მიაყენა, ორმა მიზანში ტყუპები ამოიღო. 1973 წელს აშენებული 110 სართულიანი 415 მეტრის სიმაღლის 2 ცათამბჯენი 2 საათში ფერფლად იქცა. იმ ადგილას 2014 წელს 541 მეტრის სიმაღლის (1776 ფუტი) ფრიდომ ტაუერი გაიხსნა.




ტერორისტულ აქტში ალ-ქაიდას ხელმძღვანელი ბინ ლადენი იქნა მხილებული, რომელიც იმ დროს თავს ავღანეთს აფარებდა. ავღანეთის დე-ფაქტო მთავრობამ თალიბანმა შეერთებულ შტატებს ბაინ ლადენის გადაცემაზე უარი განუცხადა, რასაც საპასუხოდ 7 ოქტომბერს ავღანეთში შეჭრა მოჰყვა.
ალ-ქაიდისთვის 11 სექტემბერი აშშ-ის წინააღმდეგ მოწყობილი პირველი ტერაქტი არ ყოფილა. 3 წლით ადრე 1998 წლის 7 აგვისტოს, კენიასა და ტანზანიაში ნაირობსა და დერ-სალამში აშშ-ის საელჩოებთან აფეთქებებს 224 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტები საელჩოების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, თუმცა დაღუპულებში 95% ადგილობრივი იყო.



20 წლის წინ ტერაქტებზე ვაშინგტონის პასუხს ბევრი მოელოდა, თუმცა ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აშშ-სთვის ის მეორე ვიეტნამად იქცეოდა.
1989 წელს საბჭოთა ჯარი ავღანეთიდან გავიდან. მათ მიერ მხარდაჭერილმა მთავრობამ მხოლოდ 3 წელი გაძლო. 1996 წელს სამოქალაქო ომის შემდეგ ძალაუფლება ხელში თალიბანმა ჩაიგდო 5 წლიანი მმართველობის პერიოდში რეჟიმი მხოლოდ სამმა სახელმწიფომ საუდის არაბეთმა, პაკისტანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ცნო.



ცოტა რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა ხდებოდა ავღანეთში თალიბების მმართველობის დროს. ქალებს განათლების მიღება ეკრძალებოდათ. მათ თანმხლები პირის ქმრის ან სისხლით ნათესავის გარეშე სახლიდან გამოსვლის უფლებაც არ ჰქონდათ და თანმხლებ პირთან ერთად ყოფნის დროსაც ბურკა უნდა სცმოდათ, რომელიც მთელ სახეს ფარავდა და გაჭირვებით დანახვა მხოლოდ ბადიდან შეიძლებოდა. ქალებს აუკრძალეს მუშაობა, ამავე დროს კაც ექიმს ქალის მკურნალობა, რაც ავადმყოფობის შემთხვევაში ქალის სიკვდილისთვის გაწირვას ნიშნავდა. ირაციონალური ვალდებულებები კაცებზეც ვრცელდებოდა, მათი წვერის სიგრძე იმხელა უნდა ყოფილიყო, რომ ნიკაპთან მუჭში ვერ ჩატეულიყო. ლოცვის საათებში ტრანსპორტი ჩერდებოდა. აკრძალული იყო მუსიკა და სპორტის სახეობათა უმრავლესობა, დაშვებული იყო ფეხბურთი, ოღონდ გრძელი შარვლებით. თალიბებმა კლდეში ნაკვეთი 37 და 55 მეტრის სიმაღლის 15 საუკუნის წინანდელი ბუდას ქანდაკებები „ისლამთან შეუსაბამობის“ ბრალდებით ააფეთქეს. შედარებისთვის თავისუფლების ქანდაკების სიმაღლე კვარცხლბეკის გარეშე 46 მეტრია. 1996 წლის 26 სექტემბერს პრეზიდენტი მუჰამედ ნაჯიბულა ძმასთან ერთად გაიტაცეს და წამებით მოკლეს, მეორე დღეს ორივეს ცხედარი პრეზიდენტის სასახლის წინ შუქნიშნის ბოძებზე ჩამოკიდეს.




მას შემდეგ რაც თალიბანმა ძალაუფლება დაიბრუნა, ბევრი მტკიცების მიუხედავად, რომ სისასტიკის დონეს შეამცირებდნენ, მცირეოდენი ცვლილებებით თითქმის ყველა ძველი წესი აღადგინეს. ქალს სახლიდან მარტო გამოსვლის უფლება დაუტოვეს, ოღონდ აუცილებლად ნიქაბით. დაუტოვეს სწავლის უფლებაც, ოღონდ განცალკევებულ გოგოების ჯგუფში. ისევ სრულიად აკრძალეს მუსიკა. თალიბებმა პირობა დადეს, რომ შარიათის კანონის ფარგლებში ქალების უფლებებს დაიცავდნენ, რაც დაახლოებით იგივეა საჰარაში რომ ვინმემ სათხილამურო კურორტის მშენებლობის დაპირება გასცეს. თალიბანმა განაცხადა, რომ ბრძოლას გამოუცხადებდა ნარკომანიას, მაშინ როცა მათი მმართველობის დროს მსოფლიოში კოკაინის ყველაზე დიდი პლანტაციები ავღანეთში იყო. თალიბანი აცხადებს, რომ უმკაცრესად დასჯის სექსუალურ ძალადობაში მხილებულს. ავღანეთში ბავშვებზე, მათ შორის ბიჭებზე სექსუალური ძალადობა ჩვეულებრივ ფაქტადაა ქცეული, მას თალიბანი არც ადრე შეწინააღმდეგებია და რაიმე წინაპირობა, რომ ახლა მაინც აღკვეთავს არ არსებობს. პარადოქსად, ან შეიძლება ტრაგედიადაც შეფასდეს ის ფაქტი, რომ თალიბანის მიერ განახლებული ძველი წესების გამოქვეყნებას, საქართველოში სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი ოვაციებით შეხვდა.





ვაშინგტონის მეთაურობით ოპერაცია „შეუზღუდავი თავისუფლება“ ავღანეთში 2001 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო. მას ადგილობრივ დაუმორჩილებელთა ჯგუფი „ჩრდილოეთის ალიანსი“ და 40-მდე სხვა სახელმწიფო შეუერთა. მოკავშირეებმა ქაბული 5 კვირაში 12 ნოემბერს დაიკავეს, მაგრამ ქაბულის აღებით არც ომი დასრულებულა და არც ტერორისტული თავდასხმები.



2009 წელს ავღანეთში უცხოელი სამხედროების რიცხვმა 140 00-ს მიაღწია, საიდანაც 100 000 ამერიკელი იყო, ქართველ ჯარისკაცთა რიცხვი 1700-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი წარმომადგენლობა იყო ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან. ქართველი სამხედროები ერთ-ერთ ყველაზე უფრო საშიშ ჰელმანდის პროვინციაშიც განთავსდნენ. სხვადასხვა დროს ტერორისტული აქტების შედეგად 32 ქართველის სამხედრო დაიღუპა 300-ზე მეტმა კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.



ქართველ ჯარისკაცს ავღანეთის მიწაზე ფეხი პირველად XXI საუკუნეში არ დაუდგამს XVII საუკუნის მიწურულს ავღანეთში გიორგი XI იბრძოდა, 1979-1989 წლებში კი ოფიციალურად ავღანეთის ომში 128 ქართველი ემსხვერპლა კიდევ 6 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
2021 წლის ივნისში ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში 17 წლიანი მისია დაასრულეს (პირველი ქართული კონტინგენტი საერთაშორისო ძალებს 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა). აგვისტოში აღმოჩნდა, რომ თალიბანის დაბრუნების შემდეგ 24 ქართველი ქაბულში იყო ჩარჩენილი, ძირითადად ყოფილი სამხედროები ავღანეთში კერძო კონტრაქტით საქმიანობდნენ. ყველაზე დიდ პრობლემას მათი აეროპორტამდე მიყვანა წარმოადგენდა. საბოლოოდ ყველა მათგანი სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნდა.



2 კვირის განმავლობაში ქაბულის აეროპორტიდან ავღანეთი 100 000-მდე პირმა დატოვა, ძირითადად უცხოელებმა. ევაკუაციის პროცესში თბილისის აეროპორტიც ჩაერთო. ამერიკული ჰერკულესები და C 17-ები თბილისში საწვავის შევსების მიზნით სხდებოდნენ.



20 წლიან ომში შეერთებულმა შტატებმა 2420 ჯარისკაცი დაკარგა, კოალიციამ თავად აშშ-ის ჩათვლით - 3576. ორივე მხარეს მებრძოლი ადგილობრივი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ჩათვლით ომს მთლიანად 212 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 46 000 სამოქალაქო პირი იყო. ომი აშშ-ის გადასახადის გადამხდელებს ტრილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ. უშუალოდ ავღანეთის არმიის გაწვრთნა და შეიარაღება $100 მლრდ-ზე მეტი. $85 მლრდ-ზე მეტი შეიარაღება, მათ შორის 65 თვითმფრინავი 109 შვეულმფრენი, 24 ათასი ჯავშანმანქანა და 358 000 ავტომატი თალიბების ხელში აღმოჩნდა. ვაშინგტონში იცოდნენ, რომ ქაბული დასაცემად იყო განწირული. ჯერ კიდევ ტრამპის დროს მოლაპარაკებები ოფიციალური მთავრობის გვერდის ავლით, თალიბანთან გაიმართა. აშშ გასვლას თანხმდებოდა, კონკრეტულ ვადებსაც ათანხმებდა, სანაცვლოდ თავდასხმების შეჩერებას ითხოვდა. თეთრი სახლისა და CIA-ს მოლოდინი გამართლდა, თანაც გადაჭარბებით. ქაბული აშშ-ის გასვლიდან 6 თვეში კი არა, აშშ-ის არმიის ნაწილების ჯერ კიდევ ავღანეთში ყოფნის დროს უბრძოლველად დაეცა.



2011 წლის 2 მაისს პაკისტანში ბინ ლადენი მოკლეს. რატომ დარჩა აშშ კიდევ 10 წელი ავღანეთში? ვიეტნამის ომის დროს ვიეტნამელებს საბჭოთა კავშირი ეხმარებოდა, თალიბებს მსგავსი სიძლიერის პარტნიორი არ ჰყოლიათ, მაგრამ აშშ-ის არმია ბოლო კვირებში ქვეყნიდან კი არ გავიდა, ქაოსურად გაიქცა. ცხადია ღია ომში, ისევე როგორც 20 წლის წინ თალიბანს შანსი არ ჰქონდა, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ აშშ-ის საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია აეროპორტამდე შვეულმფრენებით მოუხდა ვაშინგტონის პრესტიჟზე უარყოფითად იმოქმედა. ქაბულის კადრებს ხილვისას ძალიან ბევრს 1975 წელი და საიგონიდან გაქცევა გაახსენა.




კოლოსალური თანხა ვაშინგტონს მხოლოდ ავღანეთში არ დაუხარჯავს, თითქმის მთელი ერაყი 2014 წელს დროებით მაგრამ მაინც ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიპყრო. ფიასკო განიცადა ე.წ. არაბულმა გაზაფხულმაც.



იმ დროს როცა აშშ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს აზიაში ტერორისტების უშედეგო დევნაში ხარჯავდა, რუსეთი ჯერ საქართველოში შემოიჭრა, შემდეგ უკრაინაში. პარალელურად ნატოს წევრ ევროპის ქვეყნებშიც გააძლიერა გავლენები. თითქმის დაასრულა ახალი გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის მშენებლობა. ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ დღესაც, 11 წლის შემდეგაც, ლეხ კაჩინსკის ავიაკატასტროფის შესახებ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. გამოდის, რომ ობამას მმართველობის დროს, ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთმა გაბედა და ნატოს წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტს ტერაქტი მოუწყო. კაჩინსკისთან ერთად ბორტზე მისი მეუღლე და დელეგაციის 90-მდე წევრი იმყოფებოდა.



რუსეთი ჰიბრიდულ ომს არა მხოლოდ პოსტ საბჭოთა სივრცეში ევროპაშიც არ ერიდება. ბოლო გავლენა გაზარდა თურქეთზეც. იმ თურქეთზე რომელიც 1952 წლიდან ნატოს წევრია. ქვეყანაზე რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ბირთვული რაკეტები საბჭოთა ქალაქებზე, მათ შორის თბილისზეც იყო დამიზნებული. რუსეთმა მოახერხა და თურქეთთან ახალი გაზსადენიც გაიყვანა და S400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებიც მიჰყიდა.



თავად აშშ-ში უკვე დიდი ხანია სვამენ კითხვას ხომ არ აჯობებდა ვაშინგტონს ავღანურ-ერაყული კამპანიის ნაცვლად გაცილებით მცირე თანხები უკრაინის, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სხვა პარტნიორების ეკონომიკურ და სამხედრო გაძლიერებაზე დაეხარჯა. თუ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ალიანსის სხვა წევრებს ვერ დაითანხმებდა ისეთივე პარტნიორად გამოეცხადებინა როგორებიცაა ნატოს არაწევრი ისრაელი, კორეა ან იაპონია. 2001-2020 NASA-ს ბიუჯეტმა ჯამში $350 მლრდ შეადგინა 2-ჯერ მეტი თანხა, შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო იმისთვის, რომ მარსზე პილოტირებული მისი განხორციელებულიყო.



200 ათასიანი მსხვერპლისა და ტრილიონის დახარჯვის მიუხედავად დღეს ავღანეთს ისევ თალიბანი აკონტროლებს. იმის გასაგებად თუ რას წარმოადგენს თალიბანი, ქაბულის აეროპორტის კადრების გახსენებაც კი საკმარისია. არავის ანაღვლებდა ის, თუ ხომალდი საბარგო იქნებოდა, არც რეისის მიმართულებით ინტერესდებოდა ვინმე და როცა სალონში დასადგომი ადგილიც აღარ დარჩა, იმ უმცირესი იმედის ნაგლეჯით, რომ 12 კმ-ის სიმაღლეზე, ყინვასა და უჰაერობაში გადარჩენის რაღაც შანსი ექნებოდათ, 2 მგზავრი, მათ შორის ერთი ავღანეთის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების წევრი ზაკი ანვარი, თვითმფრინავის ბორბალს გარედან ჩამოეკიდა. ორივე მათგანი რამდენიმე წუთში მიწაზე აღმოჩნდა, ორივე ადგილზე გარდაიცვალა.




გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up