ვეტის სახლი (Casa dei Vettii), რომელსაც ხშირად „პომპეის სიქსტეს კაპელას“ უწოდებენ, 20-წლიანი რესტავრაციის შემდეგ ვიზიტორებისთვის ხელახლა გაიხსნა.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში აშენებული ნაგებობა, რომელიც პომპეელ ძმებს ეკუთვნოდათ, 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის დროს დაიწვა და მიწის ქვეშ მოექცა.
ცნობილია, რომ სახლის პატრონი ძმები მონები იყვნენ. თავისუფლების მოპოვების შედეგ, კი პომპეიში ღვინით ვაჭრობა დაიწყეს და გამდიდრდნენ.
თითქმის 20-წლიანი რესტავრაციის შემდეგ სახლი, რომელიც მდიდარია ფრესკებითა და ეროტიკული სცენებით, 11 იანვარს საზოგადოებისთვის ხელახლა გაიხსნა.
1894-1896 წლებში ჩატარებულმა გათხრებმა აჩვენა, რომ ადრინდელი სტრუქტურის საძირკველზე აგებული ნაგებობა ვეზუვის ამოფრქვევას გადაურჩა.
შემონახულია ავეჯი, ასევე ბრინჯაოსა და მარმარილოს ბერძნული და რომაული ქანდაკებები.
პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორ გაბრიელ ზუხტრიგელის თქმით, ვეტის სახლის მფლობელები ყოფილი მონები იყვნენ. ძმები ვეტიები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ვაჭრობით გამდიდრდნენ, მაგრამ სახლი ბორდელადაც გამოიყენებოდა.