200%-ით გაზრდილი შემოსავალი და 105 მილიონიანი აქტივები - „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ წელს წარმოების გაზრდას გეგმავს

200%-ით გაზრდილი შემოსავალი და 105 მილიონიანი აქტივები - „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ წელს წარმოების გაზრდას გეგმავს

access_time2022-09-09 13:00:05

საქართველოს საექსპორტო ათეულში ფეროშენადნობები მეორე ადგილზეა. 2022 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, ქვეყნიდან $295,6 მილიონის ფეროშენადნობი გავიდა. ამ პროდუქტის წილი მთლიან ექსპორტში 15,7% შეადგენს. 2021 წლის იანვარ-ივნისში კი ექსპორტის მაჩვენებელი $186,3 მილიონს შეადგენდა და მთლიანი ექსპორტის 13,5% იყო. საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირების ტენდენცია, მსოფლიო ბაზარზე პროდუქტზე მოთხოვნა და ფასის შემცირებამ გამოიწვია.


საქართველოში ფეროშენადნობების მწარმოებელ კომპანიებს შორის, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ მეორე პოზიციას იკავებს. 2021 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 189 მილიონი ლარი იყო, ხოლო წმინდა მოგება - 74 მილიონი ლარი. საერთაშორისო ბაზარზე არსებული კლების ტენდენციის მიუხედავად, კომპანიის შემოსავალი 2020 წელთან შედარებით 200%-ით არის გაზრდილი. კომპანიის აქტივები კი 105.6 მილიონ ლარს შეადგენს.


ანგარიშის თანახმად, კომპანიის ჯამური სიმძლავრე წლიურად 46,200 ტონას შეადგენს. 2021 წელს კომპანიის წარმოებული ერთი ტონა საქონელი 4,575 ლარად იყიდებოდა. კომპანია რამდენიმე ძირითად პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ფეროსილიკომანგანუმს, ფერომანგანუმს და ფეროსილიციუმს. 2021 წელს კომპანიის წარმოებამ 31,134 ტონას მიაღწია.


„კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმა და მისი განხორციელებისთვის საჭირო დამატებითი კაპიტალის მოზიდვის მეთოდები, წარმოების ზრდის კუთხით უცვლელია. ისევე როგორც ისტორიულად, მომავალშიც განსაზღვრულია ეტაპობრივად სიმძლავრეების ზრდა, დამატებითი მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრების მოზიდვის გარეშე, კომპანიის საქმიანობის შედეგად მიღებული ფინანსური სახსრების გამოყენებით.



2019 წელს დასრულდა მშენებლობა და ექსპლოატაციაში შევიდა ახალი თანამედროვე აგლომერაციის ქარხანა. ნედლეულის წარმოების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი აქვს აგლომერაციის ქარხანას, რადგან აღნიშნული ქარხნის მეშვეობით ხდება საქართველოში არსებული მანგანუმის მადნის წარმოების ნარჩენების გადამუშავება და მისგან ფეროშენადნობების საწარმოებლად საჭირო ნედლეულის მიღება. აგლომერაციის ქარხანა, მანგანუმის კონცენტრატის გამამდიდრებელ ქარხნებთან ერთად, საშუალებას იძლევა გარკვეულწილად გადაიჭრას საქართველოში არსებული ნედლეულის დეფიციტის პრობლემა. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ანალოგიური ტიპის წარმოება ამიერკავკასიის მასშტაბით არ არსებობს.


მანგანუმის ფეროშენადნობების უმეტესი ნაწილი ექსპორტზე ძირითადად ევროკავშირში, აშშ-ში, თურქეთსა და დსთ-ში გადის.


სამომავლო განვითარების მიზნით, 2022 წელს კომპანია გეგმავს ფეროშენადნობების წარმოების სიმძლავრეების გაზრდას ორი ახალი ღუმელის დამატებით. აღნიშნული პროექტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, წარმოების მოცულობა გაიზრდება 1200 ტონით თვეში. წარმოების სიმძლავრეების გაზრდის პარალელურად 2022 წელს კომპანია ასევე გეგმავს ახალი ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობას და არსებული ელექტროქსვესადგურის რეაბილიტაციას,” - ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.


შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია” 2008 წელს დაფუძნდა. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფის პარტნიორს წარმოადგენდა წილის 100%-ის მფლობელი Greenfield Financial Corp (“მშობელი კომპანია), რეგისტრირებული სეიშელის რესპუბლიკაში. 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით ჯგუფს ჰყავდა კიდევ ერთი პარტნიორი, წილის 5%-ის მფლობელი, ჰორსტ კოსტა იჰია. 2021 წელს მშობელმა კომპანიამ შეიძინა კომპანიის 5% და გახდა კომპანიის ერთადერთი მფლობელი. იმავე პერიოდის განმავლობაში მშობელი კომპანიის საბოლოო მფლობელი იყო ფიზიკური პირი - შმაგი ქემერტელიძე (100%).








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up