200-მდე ცნობილი ხელოვანი და მეცნიერი მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მსოფლიო ლიდერებსა და მოსახლეობას ცხოვრების წესისა და ღირებულებების გადაფასებისკენ მოუწოდებენ

200-მდე ცნობილი ხელოვანი და მეცნიერი მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მსოფლიო ლიდერებსა და მოსახლეობას ცხოვრების წესისა და ღირებულებების გადაფასებისკენ მოუწოდებენ

access_time2020-05-06 22:45:17

200-მდე ცნობილი ხელოვანი და მეცნიერი ერთობლივ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მსოფლიო ლიდერებსა და მოსახლეობას ცხოვრების წესის, მიზნების, ღირებულებების გადაფასებისკენ მოუწოდებენ.

 

„ლე მონდში“ გამოქვეყნებულ წერილს ხელს აწერენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან რობერტ დენირო, ჟულიეტ ბინოში, მონიკა ბელუჩი, ადამ დრაივერი, მარიონ კოტიარი, ხავიერ ბარდემი, პენელოპე კრუსი, ევა გრინი, იზაბელ აჯანი, ხოაკინ ფენიქსი, რუნი მარა, ვანესა პარადისი, მომღერლები მადონა, სტინგი, რიკი მარტინი, რეჟისორი პედრო ალმოდოვარი, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, დიზაინერი კრისტიან ლაბუტინი, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატები, ცნობილი ეკონომისტები, ფილოსოფოსები, ასტროფიზიკოსები და მრავალი სხვა გამოჩენილი ადამიანი.

 

მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ „კორექტირება არ არის საკმარისი, პრობლემა სისტემურია“.

 

„ამჟამინდელი ეკოლოგიური კატასროფა „მეტაკრიზისის“ ნაწილია. დედამიწაზე მასობრივი გადაშენება აღარ იწვევს ეჭვებს და ყველა ნიშანი მიუთითებს პირდაპირ ეგზისტენციალურ საფრთხეზე. პანდემიისგან განსხვავებით, რამდენადაც სერიოზული არ უნდა იყოს ის, ეს არის გლობალური კოლაფსი, რომლის შედეგები უზომოდ დიდი იქნება. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებსა და მოქალაქეებს, უარი თქვან შეუმდგარ ლოგიკაზე და საბოლოოდ სიღრმისეულად გადახედონ მიზნებს, ღირებულებებსა და ეკონომიკას“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ფრანგული „ლე მონდი“ ავრცელებს.


 

მიმართვაში აღნიშნულია, რომ გარემოს დაბინძურებას, გლობალურ დათბობას, ბუნებრივი სივრცის რღვევას მსოფლიო გარდამტეხ მომენტამდე მიჰყავს.

 

„ამ მიზეზებით სულ უფრო მზარდ სოციალურ უთანასწორობასთან ერთად, ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია ნორმალური ცხოვრების აღდგენა“, – ნათქვამია წერილში.

 

მიმართვის ხელმომწერების თქმით, ყველა დონეზე აუცილებელი რადიკალური ტრანსფორმაცია დიდ სიმამაცესა და გამბედაობას მოითხოვს. ეს არ მოხდება მასობრივი და მტკიცე ვალდებულების გარეშე. მათი აზრით, ამჟამად საქმე ეხება კაცობრიობის გადარჩენას, ასევე ღირსებასა და თანმიმდევრულობას.



1tv.ge

თეგები:
მეცნიერება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up