რამდენიმე წუთის წინ უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას 2000 - ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ასევე დაიღუპა ათი მაშველი.
მაშველებმა 400-ზე მეტი ხანძარი ჩააქრეს და 416 ასაფეთქებელი ნივთიერება განადგურდა.
შვიდდღიანი ომის განმავლობაში რუსეთმა გაანადგურა ასობით სატრანსპორტო კვანძი, საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები.
bbc.co.uk