"2008-ში დავაფუძნე ნავთობპროდუქტების გადაზიდვის კომპანია" - კეზერაშვილი ბიზნესის დაწყებაზე

access_time2023-04-02 23:47:05



ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში ჰყვება როგორ დაიწყო ბიზნესი საქართველოში.



კეზერაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მან რამდენიმე მეგობართან ერთად ნავთობპროდუქტების გადაზიდვის კომპანია შექმნა.



"2008 წელს, როცა წამოვედი თავდაცვის სამინისტროდან, მქონდა ორი არჩევანი - დავრჩენილიყავი პოლიტიკაში და მქონდა შემოთავაზება მიშასგან ან წავსულიყავი კერძო სექტორში. მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემთვის აქტიური პოლიტიკა იყო დასრულებული და წავედი კერძო სექტორში. 



ვიყავი ფინანსური პოლიციის უფროსი და თავდაცვის მინისტრი - შესაბამისად მე მქონდა შესაძლებლობა ძალიან კარგად მცოდნოდა რა არის ბიზნეს შესაძლებლობები საქართველოში და რისი გაკეთება შეიძლება.თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის პერიოდი როცა საქართველომ - კი ომი მოხდა და კრიზისი დაემთხვა, თუმცა 2008 წლამდე საქართველომ განიცადა დიდი ნახტომი ეკონომიკური თვალსაზრისით.



გვახსოვს ინვესტორების რიგი, რომლებიც ჩამოდიოდნენ საქართველოში და და ინვესტიციის განხორციელება უნდოდათ. ზოგ მათგანს მეც ვიცნობდი - შესაბამისად, როცა წამოვედი, ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად, დავსხდეთ და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ნავთობპროდუქტების გადაზიდვის კომპანია... მაშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენს კორიდორში იყო ერთი ნაკლოვანება. ყველა გადამზიდავს, ჰქონდეთ მთავარი პრობლემა - უწევდათ ყველა ქვეყანასთან ცალკე კონტრაქტის გაფორმება. ჩვენ შევთავაზეთ ერთი ფანჯრის პრინციპი. გვქონდა ჩვენი კონტაქტები სხვადასხვა ქვეყანაში და შევთავაზეთ გამარტივებული სერვისი და ამან ძალიან კარგად იმუშავა. ეს იყო როგორც დავიწყე ბიზნესი. არის ბევრი ლაპარაკი, რომ მე იქიდან [თავდაცვის სამინისტროდან] წამოვედი ბევრი ფულით და რაღაცები, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკეთ, თუმცა ბიზნესი დავიწყე ასე. ჩვენ შემოვიყვანეთ ინვესტორი - დავით იაკობაშვილი, ცნობილი ბიზნესმენი., რომელიც 2010 წელს შემოვიდა ამ ბიზნესში და შემოიტანა ფული. მაშინ დაიწყო ამ კომპანიის კიდევ უფრო ზრდა", - თქვა კეზერაშვილმა.




კეზერაშვილი ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს მას მოუწია მის მიერ დაფუძნებული კომპანიის წილების დათმობა და ქვეყნის დატოვება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მას საქართველოში ბიზნესი არ აქვს და ერთადერთი აქტივი ტელეკომპანია ფორმულაა. 



გარდა ამისა, თავდაცვის ყოფილი მინიტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამ დრომდე ცდილობს მის სხვა ქვეყანაში არსებულ ბიზნესებს პრობლემები შეუქმნას. 



"სამწუხაროდ 2012 წელს მე მომიწია დამეთმო ჩემი წილები, ეს იყო მოთხოვნა ახალი მოსული მთავრობის მხრიდან და დამეტოვებინა საქართველო. მე ასე მოვიქეცი დავთმე ჩემი წილები პარტნიორების სასარგებლოდ და გავედი საქართველოდან. შესაბამისად დღეს მე საქართველოში არანაირი ბიზნესი არ მაქვს, ერთადერთი აქტივი რაც მაქვს არის ფორმულა და ბოლო 10 წელია ვმუშაობ საზღვარგარეთ, რამდენიმე ქვეყანაში. ძირითადად 2 სფეროს მიმართულებით - ეს არის ტექნოლოგიები და უძრავი ქონება. [ეს სფეროები] კონცენტრირებულია რამდენიმე ქვეყანაში, ახლა არ დავასახელებ არც ქვეყნებს და არც კომპანიებს, იმიტომ რომ როგორც კი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები იგებენ - სად, რას ვშვრები, ისინი არ აკლებენ მცდელობას მოვიდნენ იქ და შექმნან მაქსიმალური პრობლემები", - განაცხადა კეზერაშვილმა. 



formulanews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up