2008 წლის ომის დროს საოკუპაციო ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დროს მიღებულ გამოცდილებას ვუზიარებთ - მერაბიშვილი

2008 წლის ომის დროს საოკუპაციო ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დროს მიღებულ გამოცდილებას ვუზიარებთ - მერაბიშვილი

access_time2022-03-05 13:08:42

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ჰააგის ტრიბუნალის გამომძიებლები უკრაინაში იმყოფებიან და უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან ერთად რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს აგროვებენ. მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ ქართველი იურისტების გუნდთან ერთად ამჟამად უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში იმყოფება და აქტიურად თანამშრომლობს უკრაინის პროკურატურასთან, მათ შორის 2008 წლის ომის დროს საოკუპაციო ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარებისთვის.

“ახალი ნიუნბერგის პროცესი პუტინის წინააღმდეგ. 2 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, იგივე ჰააგის ტრიბუნალმა, რომელიც იძიებს გენოციდის, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, 39 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე, დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყო უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება.

ტრიბუნალის გამომძიებლები უკვე იმყოფებიან უკრაინაში და უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან ერთად რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს აგროვებენ.

ქართველი იურისტების გუნდთან ერთად ამჟამად ვიმყოფები უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან, მათ შორის 2008 წლის ომის დროს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარების გზით.


ჩვენ, მთელ ჩვენს გამოცდილებასა და ძალისხმევას მოვახმართ იმას, რომ რუსმა ოკუპანტებმა, როგორც უშუალოდ დანაშაულის ჩამდენმა, ასევე დანაშაულებრივი ბრძანების გამცემმა პირებმა, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით, პასუხი აგონ ყველა იმ უკანონობისთვის, რაც მათ ჯერ საქართველოსა და შემდგომ უკრაინაში ჩაიდინეს“, - წერს ვანო მერაბიშვილი „ფეისბუქზე“.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up