2011-2020 წლების საარბიტრაჟო დავები გადასახადის გადამხდელებს 101 მლნ ლარი დაუჯდათ

2011-2020 წლების საარბიტრაჟო დავები გადასახადის გადამხდელებს 101 მლნ ლარი დაუჯდათ

access_time2021-12-24 14:00:31

2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო სულ 22 საარბიტრაჟო დავაში იღებდა მონაწილეობას. სასამართლო განხილვები 2020 წლის ჩათვლით გადასახადის გადამხდელებს 101 მლნ ლარი დაუჯდათ. დავების უმრავლესობა ახლაც მიმდინარეობს ან მორიგებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“ იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა.

 


მიმდინარე დავებიდან ყველაზე გახმაურებული ორი საქმეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ზაზა ოქუაშვილის. ანაკლიაში პორტის აშენების შესაძლებლობებს გასულ საუკუნეში, საბჭოთა კავშირის პერიოდშიც განიხილავდნენ, პირველი ტენდერი 2001 წელს გამოცხადდა და ჩაიშალა. მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქ ლაზიკისა და პორტის აგების იდეა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც წამოაყენა. საბოლოოდ ტენდერი 2014 წელს უკვე ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში გამოცხადდა და მასში ქართულ-ამერიკულმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაიმარჯვა. მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც მიიღო. გეგმის მიხედვით პროექტი 9 ფაზად უნდა განხორციელებულიყო, რაც საბოლოოდ წლიური ტვირთბრუნვის 100 მლნ ტონამდე გაზრდას ითვალისწინებდა, თუმცა პირველი პანამქსის ტიპის გემი ანაკლიის პორტს 2020 წლის ბოლოსთვის უნდა მიეღო. მოვლენები საპირისპირო სცენარით განვითარდა. სანაპიროს დაღრმავების შემდეგ, როდესაც უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, მშენებლებს პრობლემები შეექმნათ. კონსორციუმის ერთ-ერთ მეწილეს, მამუკა ხაზარაძეს 11 წლის წინანდელ საქმეზე პროკურატურამ ფულის გათეთრების ბრალი წარუდგინა. ინვესტორებმა თანხების მოძიება ვეღარ შეძლეს, რის შემდეგაც ეკონომიკის სამინისტრომ კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა.

 


სახელმწიფომ კონსორციუმი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, კონსორციუმის წარმომადგენლებმა კი თავად მთავრობა დაადანაშაულეს რეპუტაციის მიზნობრივ შელახვაში. მოგვიანებით მამუკა ხაზარაძემ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მშენებლობის წინააღმდეგი თავად ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელმაც ერთ-ერთ შეხვედრაზე ჰკითხა, თუ რა უნდოდათ ამერიკელებს შავ ზღვაში.

 


2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, იმ ადგილას, სადაც ახლა პორტი უნდა ყოფილიყო, ცარიელი ზღვაა, ტერმინალის ადგილას ცარიელი სანაპირო. კონსორციუმის სარჩელს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს. კონსორციუმის მოთხოვნა 1 მლრდ აშშ დოლარია.


 


კიდევ ერთი გახმაურებული საქმე თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი კომპანია „ომეგასა“ და მის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს უკავშირდება. წინა ხელისუფლების დროს შევიწროვებული ბიზნესმენი ოცნების მთავრობას წლების მანძილზე ნდობასა და მხარდაჭერას უცხადებდა, თუმცა შემდეგ, როდესაც მას დაგროვილი აქციზის დავალიანების - 56 მლნ ლარის გადახდა მოსთხოვეს, მან სახელმწიფოს 10 წლიანი გრაფიკი შესთავაზა, იმ პირობით, თუ გადახდას მეოთხე წელს დაიწყებდა, უარის მიღების შემდეგ კი ახალ მთავრობასაც დაუპირისპირდა და ივანიშვილი $4 მლნ-ის გამოძალვის მცდელობაში დაადანაშაულა. ფინანსთა სამინისტროს არ განუმარტავს, თუ რატომ აიყვანა დავალიანება 56 მლნ-მდე, თავის მხრივ არც ოქუაშვილს აუხსნია, თუ რატომ არ ამხილა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტისთანავე ივანიშვილი.

 


ოქუაშვილის მთავრობასთან დაპირისპირებას ტელეკომპანია „იბერიის“ მეორედ დახურვა მოჰყვა, ჟურნალისტების მიმართ სახელფასო დავალიანება თვეების შემდეგ დაიფარა, ოქუაშვილის კუთვნილი ოფისიდან კი „მთავარმა არხმა“ დაიწყო მაუწყებლობა.

 


ქართველ გადასახადის გადამხდელებს 2011-2020 წლების საარბიტრაჟო დავები 101 მლნ ლარი დაუჯდათ და ამ ხარჯის 80% ბოლო 3 წელიწადზე მოდის.

 


იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელიც 22 დეკემბრით თარიღდება, კიდევ 1 გახმაურებული - თელასის საქმე „მიმდინარედაა“ მონიშნული. ინფორმაციის გამოთხოვის მომენტში - 11 ოქტომბერს დავა მართლაც მიმდინარე იყო, თუმცა პასუხის მომენტში, რასაც კანონით განსაზღვრულ 10 სამუშაო დღის ნაცვლად 48 სამუშაო დღე დასჭირდა, დავა საქართველოს საზიანოდ დასრულდა და ქვეყანას რუსული კომპანიის სასარგებლოდ $80 მლნ-ის გადახდა დაეკისრა, მიზეზად ლარის გაუფასურების შედეგად მიღებული ზარალი დასახელდა. მთავრობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სტოკჰოლმის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს გამარჯვებად შერაცხა და აღნიშნა, რომ თელასი $120 მლნ-ით მეტს - $200 მლნ-ს ითხოვდა. 


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up