„2012 წლამდე ჯანდაცვა პრივილეგია იყო, მას შემდეგ კი პრიორიტეტი გახდა“ - ხუნდაძე

„2012 წლამდე ჯანდაცვა პრივილეგია იყო, მას შემდეგ კი პრიორიტეტი გახდა“ - ხუნდაძე

access_time2022-05-10 12:55:28

„2012 წლამდე ჯანდაცვა პრივილეგია იყო, მას შემდეგ კი პრიორიტეტი გახდა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სამშაბათის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქართული ოცნების გუნდის წევრმა სიტყვით გამოსვლაში ყურადღება ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ სიღარიბე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდთან შედარებით 50%-ით არის შემცირებული.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


„საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით 2 მლნ ადამიანმა 4 მილიონჯერ ისარგებლა ამ სერვისით. მანამდე მოქალაქეები სახლ-კარს ყიდდნენ და ამით ღარიბდებოდნენ. რაც შეეხება სიღარიბეს, პარტიული ტელევიზიებიდან ყოველდღიურად გვემის, რომ ქვეყანაში 140 000 ბავშვი შიმშილობს და ეს ბავშვები შიმშილით იღუპებიან. ასევე ის, რომ ყოველი მე-5 ადამიანი ღატაკია და ასეთი სურათი ქართულმა ოცნებამ შექმნა. ამაზე საპასუხოდ მოვიყვან მსოფლიო ბანკის უკანასკნელი კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც 2012 წელთან შედარებით უკიდურესი სიღარიბე დღეს ქვეყანაში არის 50%-ით შემცირებული, ანუ განახევრებული, თუმცა ესეც ბევრია და უფრო მეტია ამ კუთხით გასაკეთებელი. ბავშვთა სიკვდილიანობაზე მინდა ვთქვა: 2009 წელს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი ბავშვის გარდაცვალება დაფიქსირდა. ჩვენ ოპონენტებს რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი ადამიანი ქვეყანას ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ტოვებს. სრული პასუხისმგებლობის მინდა გითხრათ – ქვეყანა ყველაზე მეტმა ადამიანმა 2009-10-11 წლებში დატოვა, ეს მოქალაქეები უკან არ დაბრუნებულან“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up