2012 წლიდან დღემდე თბილისში ელექტროენერგია 9 თეთრით გაძვირდა

2012 წლიდან დღემდე თბილისში ელექტროენერგია 9 თეთრით გაძვირდა

access_time2023-04-05 19:30:01

ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის საშუალოდ 40%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში, რომელიც  2010-2022 წლებში საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორის მდგომარეობას მიმოიხილავს.

„თბილისში, სადაც ელექტროენერგიის მიმწოდებელი შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიაა“ („თელმიკო”), 2012 წლის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 40.5%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 101 კვტ საათამდე თვიური მოხმარებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 34%-ით, 101-301 კვტ საათამდე მოხმარებისთვის - 38%-ით და 301 კვტ საათზე მეტის მოხმარებისთვის 50%-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, თბილისში თვეში 101 კვტ საათამდე ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში 1 კვტ საათის ტარიფი 18 თეთრია (დღგ-ს ჩათვლით), 101-301 კვტ საათის მოხმარების შემთხვევაში 22.1 თეთრი და 301 კვტ საათზე მეტის მოხმარების შემთხვევაში 26.5 თეთრი.


საქართველოს რეგიონებში, სადაც ელექტროენერგიის მიმწოდებელი სს „ენერგო-პრო ჯორჯიაა“,2012 წლის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 39.3%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 101 კვტ საათამდე თვიური მოხმარებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 36.6%-ით, 101-301 კვტ საათამდე მოხმარებისთვის - 31.4%-ით და 301 კვტ საათზე მეტი მოხმარებისთვის 50%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის თვეში 101 კვტ საათამდე ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში 1 კვტ საათის ტარიფი 17.7 თეთრია (დღგ-ს ჩათვლით), 101-301 კვტ საათის მოხმარების შემთხვევაში 22.7 თეთრი და 301 კვტ საათზე მეტის მოხმარების შემთხვევაში 26.2 თეთრი.

 

საინტერესოა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიცია „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობას ელექტროენერგიაზე ტარიფების შემცირებას ჰპირდებოდა, რაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 2013 წლის იანვრიდან განახორციელა კიდეც. კერძოდ, 101 კვტ საათამდე თვიური მოხმარებისთვის ტარიფი 4 თეთრით შემცირდა, ხოლო 101-301 კვტ საათამდე მოხმარებისთვის 3.5 თეთრით. 301 კვტ საათზე მეტი მოხმარებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩა.

შემცირებული ტარიფები თბილისში 2015 წლის აგვისტომდე, ხოლო რეგიონებში 2015 წლის ივლისამდე შენარჩუნდა. 301 კვტ საათამდე მოხმარებისთვის ტარიფი 2012 წლის ბოლოს არსებულ ტარიფებს დაუბრუნდა, ხოლო 301 კვტ საათს ზემოთ მოხმარებისთვის 4 თეთრით გაძვირდა.


საბოლოო ჯამში, ელექტროენერგიის საშუალო ფასმა 2012 წელს არსებულს გადააჭარბა. ტარიფის ზრდის მიზეზად ლარის გაუფასურება დასახელდა,4 რადგან იმპორტირებულ ელექტროენერგიას ქვეყანა აშშ დოლარში ყიდულობს. ამასთანავე, თეს-ებისთვის საჭირო ბუნებრივი აირის შესყიდვაც აშშ დოლარში ხდება. თუმცა, ელექტოენერგიის ტარიფის ზრდა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუარესებითაც იყო გამოწვეული. დაბალი ტარიფის გამო კომპანიებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორცილება გაუჭირდათ.

2015 წლის ზაფხულის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფი ზრდის მიმართულებით კიდევ 2-ჯერ შეიცვალა, 2018 წელს და 2021 წელს. 2018 წელს გაძვირების მიზეზები ისევ ლარის გაუფასურება, ასევე, ელექტროენერგიის გამომუშავების და ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების ზრდა იყო.

2021 წელს გაზრდილი ტარიფის მთავარ მიზეზად ისევ ლარის გაუფასურება სახელდებოდა, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2020 წლის 28 იანვრიდან სემეკის „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ დადგენილებაში შეტანილმა ცვლილებამ ელექტროენერგიის იმპორტში ჩართულ შუამავალ კომპანიებს საშუალება მისცათ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი ფასნამატით დაეწესებინათ. მაგალითად, 2020-2021 წლებში „ინტერ რაო საქართველომ“ ესკო-ს ელექტროენერგია 17%-იანი ფასნამატით მიაწოდა. არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა ფასნამატით ყიდის ელექტროენერგიას აზერბაიჯანიდან იმპორტში ჩართული შუამავალი კომპანია.

შუამავალი კომპანიების მიერ მიღებული ფასნამატი ელექტროენერგიის ტარიფს ზრდის, თუმცა საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა კომპონენტები მონაწილეობს, რაზეც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება (მათ შორის, ნაწილი კომერციული საიდუმლოებაა) და შესაბამისად, რთულია თქმა, ზუსტად რა წილი უჭირავს შუამავალი კომპანების ფასნამატს გაზრდილ სამომხმარებლო ტარიფში.

საბოლოოდ, 2015 წლის ზაფხულის შემდეგ თბილისში 1 კვტ საათის ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 9 თეთრით გაიზარდა, ხოლო რეგიონებში 8.7 თეთრით.“- ნათქვამია კვლევაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up