2015-2021 წლებში ნავთობისა და გაზის საძიებო და მოპოვების მიმართულებით 219 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული

2015-2021 წლებში ნავთობისა და გაზის საძიებო და მოპოვების მიმართულებით 219 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული

access_time2022-04-30 22:00:53

საქართველოში, მიმდინარე მომენტისთვის, ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების საქმიანობას სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების 27 ხელშეკრულების საფუძველზე, საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული, 10  ინვესტორი ახორციელებს.  ამის შესახებ „ბანკები და ფინანსებს“ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

როგორც საგენტოში აცხადებენ, 2013 წლიდან დღემდე ჩატარებულია ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ღია საერთაშორისო ტენდერი ხმელეთის 15 სალიცენზიო ბლოკზე და შავი ზღვის ერთ სალიცენზიო ბლოკზე.

საქართველოში ნავთობისა და გაზის საძიებო და მოპოვებით სამუშაოებს, შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე, ახორციელებენ შემდეგი კომპანიები:

  • ნავთობკომპანია ,,OMV PETROM S.A“ (შავი ზღვის II სალიცენზიო ბლოკი);
  • შპს „ნინოწმინდის ნავთობკომპანია“ (სალიცენზიო ბლოკები XIE);
  • შპს „მარტყოფის ნავთობკომპანია“ (სალიცენზიო ბლოკი XIC);
  • შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ (სალიცენზიო ბლოკი XII);
  • შპს „WGPEC“ (სალიცენზიო ბლოკი V); შპს „GCE Ltd“ (სალიცენზიო ბლოკები VIA, VIB);
  • შპს „ჯორჯია ოილ ენდ გეზი“ (სალიცენზიო ბლოკები VIII, XIG, XIM, XIN, XIC მარტყოფი, XIC ჩრდილოეთ საცხენისი, XIV, IXA, XIK, XIL, XIA; XIH; XIQ);
  • შპს (,,ნაუტიკ ა.ვე.ტე. ენერჯი პი.ტი.ეი. ლიმითედი“ (სალიცენზიო ბლოკი VIIB);
  • სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (სალიცენზიო ბლოკი XIB სამგორის სამხრეთ თაღი; XIM, XIN ; XIQ; XIK);
  • Block Energy (სალიცენზიო ბლოკი XIF, XIC ნორიო-საცხენისი, XIC საცხენისი, XIB,IX).

სააგენტოს ინფორმაციით, 2015-2021 წლებში კომპანიების მიერ განხორციელდა 219 მნლ. აშშ დოლარის ინვესტიცია.


წყარო: bfm.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up